ოთარშენის ნასოფლარი და კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარშენის ნასოფლარი და კოშკი — არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის ცენტრში. ძეგლი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარი აღმოაჩინეს შემთხვევით, სკოლის მშენებლობის დროს. ნასოფლარზე გამოვლინდა დიდი ქვევრები, წითლად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, რამდენიმე ნასახლარის ნაშთი და სხვა. შემორჩენილი შენობების საძირკვლები ნაგებია რიყის ქვით. ნასოფლარი ზიანდება ტერიტორიის და სახლების გამო. იქვე დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ნახევრად დანგრეული ცილინდრული კოშკი, რომელიც ნაგებია რიყის ქვით. კოშკს შემორჩენილი აქვს შესასვლელი კარი, სათოფურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]