ოზურგეთის ჩაის ფაბრიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოზურგეთის ჩაის ფაბრიკაჩაის საწარმო საქართველოში, ქალაქ ოზურგეთში.

ოზურგეთის ჩაის ფაბრიკა გაიხსნა 1914 ერმილე ნაკაშიძის თაოსნობით ზვანში, თამბაქოს საცდელ პლანტაციაში, და იყო პირველი ინდუსტრიული საწარმო ქალაქში. 1918 წლის გაზაფხულზე საწარმო მძიმედ დაზიანდა ოსმალეთის იმპერიასთან ომის დროს. 1926 წელს ჩაის ფაბრიკა აღდგა. 1933 წელს აშენდა ახალი შენობა და ეწოდა მახარაძის N1 ჩაის ფაბრიკა. 1947-1948 წლებში ჩაის ფაბრიკის მთავარ ინჟინრად და დირექორის მოადგილედ მუშაობდა გიორგი სალუქვაძე.[1]

საბჭოთა კავშირის დროს ფაბრიკა აწარმოებდა სხვადასხვა ასორტიმენტის ბაიხაოს შავ და მწვანე ჩაის. წარმოებული პროდუქცია მოიხმარებოდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე იგზავნებოდა საექსპორტოდ. 1930-1976 წლებში ნატურალური პროდუქციის გამოშვება 22 ტონიდან 1530 ტონამდე გაიზარდა, ხოლო მთლიანი პროდუქციის ღირებულება 60 ათასი მანეთიდან 10600 ათას მანეთამდე. ჩაის ფაბრიკა დაჯილდოებული იყო სხვადასხვა საბჭოთა ჯილდოებით.

ამჟამად ჩაის ფაბრიკას ფლობს შ.პ.ს. „გეპლანტი“, რომელიც აწარმოებს ჩაის ბრენდული სახელწოდებებით „გურიელი“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'ჭანიშვილი, რ., ალავიძე, ო.', „გიორგი სალუქვაძე 100”, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014. — გვ. 44-48.