ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
იერსახე
| ოზურგეთის საპატიო მოქალაქე | |
| წარადგენს | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია |
| ქვეყანა | |
| ადგილმდებარეობა | ოზურგეთი, გურიის მხარე |
| პირველად გადაეცა | 2018 |
| ბოლოს გადაეცა | 2024 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე — საპატიო წოდება, რომელიც ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე დამსახურებისათვის. ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. დაწესებულია 2018 წლიდან. საბჭოს წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. 2015-2017 წლებში არსებობდა ქალაქ ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
- ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (11 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2020.