ოზი ოსბორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოზი ოზბორნი)
ოზი ოსბორნი

ოზი (2010 წელს)
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ მაიკლ ოსბორნი
აგრეთვე ცნობილი როგორც ოზი (Ozzy)
დაბ. თარიღი 3 დეკემბერი, 1948 (1948-12-03) (75 წლის), ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
დაბ. ადგილი Marston Green, ბირმინგემი[1]
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, მძიმე როკი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ჰარმონიკა
აქტიური 1960–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Epic, CBS, Jet
ხელმოწერა
საიტი ოფიციალური საიტი
ოზი ოსბორნი ვიკისაწყობში

ჯონ მაიკლოზიოსბორნი (დ. 1948 წლის 3 დეკემბერს) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და სატელევიზიო ცნობადი პიროვნება. მან პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით Black Sabbath-ში, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, 11 სტუდიური ალბომის გამოცემით, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა. 2011 წელს იგი დაუბრუნდა Black Sabbath-ს, რომელმაც მოგვიანებით ჩაწერა ალბომი 13 (2013). ოსბორნს წარმატებამ შესძინა „მძიმე მეტალის ნათლიის“ არაოფიციალური წოდება.[2]

მუსიკოსის ალბომების გაყიდვები, დაწყებული Black Sabbath-ის პერიოდით აღწევს 100 მილიონ ასლს.[3][4] ჯგუფთან ერთად იგი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების და ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში. ბირმინგების ვარსკლავების და ჰოლივუდის დიდების ხეივნებში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავები. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სატელევიზიო ვარსკვლავის სტატუსიც შეიძინა, როდესაც MTV რეალური შოუ ოსბორნების მონაწილე გახდა, მეუღლე შერონ ოსბორნთან და შვილებთან, კელისთან და ჯეკთან ერთად.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ მაიკლ ოსბორნი დაიბადა 1948 წლის 3 დეკემბერს ბირმინგემში, დიდ ბრიტანეთში. ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო. ზედმეტსახელად 'ozzy' ჯერ კიდევ სკოლაში შეარქვეს კლასელებმა (The Wonderful Wizard of Oz-ის სიყვარულის გამო). იგივე სკოლაში ტონი აიომიც სწავლობდა, თუმცა იმ დროს მათ ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება არ ჰქონიათ. მათი კავშირი, რომელმაც Black Sabbath-ის ჩამოყალიბებამ განაპირობა, მოგვიანებით წარმოიქმნა.

15 წლის ასაკში ოსბორნი სკოლიდან გარიცხეს და ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მომავალი როკ-მუსიკოსი წყალსადენის ოსტატის დამხმარედ იწყებს მუშაობას. ამის შემდეგ ოზი აგრეთვე მუშაობდა მლესავად, ავტომექანიკოსად, მღებავად და მესაფლავედაც კი. შემოსავალი ძალიან მცირე იყო და პატიოსანი შრომით მხოლოდ გროშების მოპოვება შეიძლებოდა, ამიტომ ყმაწვილმა ქურდობას მიჰყო ხელი. ჯონ ოსბორნი დააკავეს და ის, რომ მისმა ოჯახმა ჯარიმის გადახდა ვერ შეძლო, გასაკვირი არცაა. ასე და ამგვარად, ოზიმ ნახევარი წელიწადი ბირმინგემის ციხეში გაატარა, სადაც თავისი ცნობილი ტატუ გაიკეთა (OZZY).

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან გადაწყვიტა ბედი მუსიკაში ეცადა. სწორედ მაშინ მაშინ გამოჩნდა ჯგუფი "Music Machine", რომელიც იმ დროისთვის ვოკალისტს ეძებდა. ოზიმ მიკროფონთან დაიკავა ადგილი. მოგვიანებით, იგი საკუთარი ჯგუფის შექმნისა და თანამოაზრეების პოვნის მიზნით ადგილობრივ გაზეთში განცხადებას აქვეყნებს. მას პირველად ტერენს ბატლერი გამოეხმაურა, რომელსაც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ჰქონდა გიტარაზე დაკვრის სწავლა დაწყებული. მოგვიანებით მათ ტონი აიომი და ბილ უორდი შეუერთდნენ. აიომის მოსვლის შემდეგ ბატლერი 'გადაბასისტდა' და ჯგუფმა მიიღო სახელწოდება "Earth".

Black Sabbath[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც 1963 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმის ზეგავლენით დაიწერა, "Black Sabbath" იყო. მანამდე სხვა შემსრულებლების ქავარებს უკრავდნენ.

1969-1970 წლებში ჯგუფი სხვადასხვა კლუბებში უკრავდა და ამასთან ერთად საკუთარ მასალაზეც მუშაობდა. ერთხელაც, ახალგაზრდებმა ვიღაცის ყურადღება მიიქციეს და დაიბადა პირველი ჩანაწერის იდეაც. თუმცა, გაირკვა, რომ ჯგუფი, სახელწოდებით "Earth", უკვე არსებობდა, ამიტომ კოლექტივმა გადაწყვიტა ჯგუფს პირველი სიმღერის სახელი, "Black Sabbath" დარქმეოდა. 1970 წელს მათ ჩაწერეს სადებიუტო ალბომი, რომელმაც საკმაოდ კარგი ადგილები დაიკავა ინგლისურ და ამერიკულ ჩარტებში.

1971 წელს ოზიმ პირველად იქორწინა - ტელმა რილისთან. 1975 წელს ჯგუფმა მენეჯერი შეიცვალა. Black Sabbath-ის ახალი მენეჯერი შერონ ოსბორნის, ოზის მომავალი მეუღლის მამა, დონ არდენი გახდა.

1977 წელს ოზი Black Sabbath-იდან მიდის, მის ადგილს კი დეივ უოკერი იკავებს. ჯგუფი ახალი ალბომის, Never Say Die-ს ჩაწერაზე იწყებს მუშაობას, თუმცა 1978 წლის დასაწყისში ოზი ისევ ბრუნდება. ამ ერთი წლის განმავლობაში ოზიმ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის აქტიურად მოხმარება დაიწყო - მან მამის სიკვდილი განიცადა. სხვა მონაცემების მიხედვით, ოზიმ 'ლოთობა' მანამდე დაიწყო, სანამ მამამისი გარდაიცვლებოდა. აიომი ამტკიცებდა, რომ იმ მომენტისთვის, დიდი ხანია ოზი ფხიზელ მდგომარეობაში არ ენახა. ალბომის ჩაწერას დიდი ძალიხმევა დასჭირდა. ოზიმ ყველა ტექსტის გადაწერა მოითხოვა, "Junior’s Eyes"-ის ჩათვლით, რომელიც მან მამამისს მიუძღვნა. ალბომის ჩაწერას ტურნე მოჰყვა, რომლის შემდეგადაც ოზიმ საბოლოოდ დატოვა ჯგუფი.

მალე აიომიმ რეინბოუდან ახალი წამოსული რონი ჯეიმზ დიოც გაიცნო, რომელსაც იმ დროისთვის საკუთარი კოლექტივი არ ჰყავდა. ოზის აცნობეს, რომ მასთან მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარავის ჰქონდა. თუმცა მუსიკოსმა მოგვიანებით თავადვე განაცხადა, რომ Black Sabbath-თან განშორება მისთვის ერთგვარი შვება იყო.

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზი კარდიფში, 1981 წელი

ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ოზის დრო უსაქმურად გაჰყავდა, სანამ Black Sabbath-ის მენეჯერის შვილმა, შერონ არდენმა არ დაიყოლია ახალი ჯგუფის შექმნაზე. მან კვლავ გამოაქვეყნა განცხადება გაზეთში მუსიკოსების ძიების თაობაზე. აუდირებაზე მისულ გიტარისტთა შორის რენდი როუდსიც იყო.

როგორც თავად როუდსი ამბობს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, მან არ იცოდა თუ ვისთან მოუწევდა მუშაობა. სტუდიაში მისული, გიტარითურთ ცარიელ ოთახში შეიყვანეს. მას ჯერ დაკვრა არ ჰქონდა დაწყებული, როცა მოულოდნელად ოზი გამოჩნდა და ვერდიქტი გამოიტანა: «მიღებული ხარ!», გიტარისტის გაოცებულ სახეს კი ყურადღება არ მიაქცია.

ჯგუფს აგრეთვე შეუერთდნენ ბასისტი ბობ დეიზლი და დრამერი ლი კერსლეიკი. მათთან ერთად ერთან ოზიმ პირველი ალმობი, Blizzard of Ozz ჩაწერა. მათთან ერთად ტურნეზეც გავიდა, რომლის პირველი კონცერტიც 1980 წლის 12 სექტემბერს იყო გლაზგოში.

სოლო ალბომის გამოსაშვებად ოზის ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტი სჭირდებოდა. მან რამდენიმე უარი მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაღწია შეთანხმებას სტუდია CBS-თან, რომელიც პროექტს არასერიოზულად უყურებდა.

1980 წლის ალბომი პოპულარობით სარგებლობდა. ერთი წლის მერე ოზიმ და მისმა ჯგუფმა ახალი ალბომი, The Diary of a Madman ჩაწერეს. ამ დროისთვის აგრეთვე შეიცვალა ჯგუფის შემადგენლობა - რითმ-სექციამ რეორგანიზებულ Uriah Heep-ში გადაინაცვლა. კერსლეიკი და დეიზლი ტომი ოლდრიჯმა და რუდი სარზომ შეცვალეს. თვითონ ოზის აზრით, ეს ალმობი წინას ჯობდა.

1982 წელს, რენდის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფში გიტარისტის ადგილი გათავისუფლდა, რომელიც მოგვიანებით ჯეიკ ი. ლიმ დაიკავა. 1986 წელს ოზიმ მორიგი ალბომი, The Ultimate Sin ჩაწერა. 1987 წლის 19 მარტს კი Randy Rhoad’s Tribute გამოვიდა, რომელიც ჯგუფის გარდაცვლილი გიტარისტის ხსოვნას ეძღვნება.

შემდეგი ალბომის, No Rest for the Wicked-ის ჩაწერისას ოზის ყურადღებას ნიჭიერი გიტარისტი, ზაკ უაილდი იპყრობს, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ოზის ცოლი, შერონი, ჯგუფის მენეჯერი ხდება და ოზის ალკოჰოლისგან თავის დაღწევაში ეხმარება. სიმღერა "Demon Alcohol"-ის ტექსტში ოზი ალკოჰოლთან ბრძოლას აღწერს. დაიგეგმა ტურნე, რომელშიც ოზიმ მონაწილეობის მიღება Black Sabbath-ელ კოლეგას, გიზერ ბატლერს შესთავაზა. 1989 წელს გამოვიდა საკონცერტო EP Just Say Ozzy.

1989 წლის მარტს აგრეთვე გამოდის ლიტა ფორდთან ერთად ჩაწერილი სინგლი, Close My Eyes Forever, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა აშშ-ს ტოპ ათეულში. 1991 წელს გამოდის ალბომი No More Tears, თუმცა კონცერტები ჩვეულებრივზე ნაკლები ენთუზიაზმით ტარდება, რასაც ოზი იმით ხსნის, რომ ბოლო დროს მას სურს უფრო მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. ალბომის მხარდასაჭერ ტურნეს No More Tours უწოდეს, მაგრამ ალბომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სიმღერებმა "I Don’t Want to Change the World" და "Mama, I’m Coming Home" (რომელიც შერონს მიუძღვნა) ჯილდოებიც მიიღეს. ამის შემდეგ ოზი აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის შეწყვეტას აცხადებს, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის 1992 წელს რამდენიმე კონცერტზე Black Sabbath-თან ერთად გამოსვლაში, რის გამოც დიო ჯგუფიდან მიდის.

1995 წელს რიკ უეიკმენთან და ზაკ უაილდთან ერთად ოზიმ ჩაწერა ალბომი Ozzmosis. ტურ-გიტარისტი რენდი როუდსის მოსწავლე გვარად ჰოლმსი გახდა.

1997 წელს გაირკვა, რომ ჭორები ოზისა და Black Sabbath-ის გაერთიანების შესახებ სინამდვილეა. ჯგუფმა ტურნე დანიშნა და ორიგინალური შემადგენლობით წარდგა პუბლიკის წინაშე. წევრემბა 2 ახალი სიმღერა ჩაწერეს, თუმცა შეპირებული ერთობლივი ალბომი არ გამოსულა. თანდათან ოზიც და ტონიც სოლო კარიერას დაუბრუნდნენ. 2000 წელს ოზი წერს სიმღერა "Who is Fooling Who"-ს ტონი აიომის სოლო ალბომისთვის.

2001 წელს გამოვიდა ოზის ალბომი Down to Earth. 2005 წელს გამოვიდა Under Cover, რომელშიც შესულია იმ სიმღერების ქავერ-ვერსიები, რომლებმაც ოზიზე ზეგავლენა მოახდინეს. 2007 წელს ოზიმ კიდევ ერთი ალბომი, Black Rain ჩაწერა. როგორც მუსიკოსმა თქვა, ეს მისი პირველი ალბომი იყო, რომელიც მან მთლიანად ფხიზელ მდგომარეობაში ჩაწერა. ახალი ალბომის, Soul Sucka-ს გამოშვება 2010 წლის ივლისში იგეგმებოდა. მოგვიანებით ოზიმ აზრი შეიცვალა ალბომის სახელთან დაკავშირებით და საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას Scream დაერქმია.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Black Sabbath
სოლო ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.birminghammail.co.uk/news/midlands-news/ozzy-osbourne-home-aston-birmingham-14999205
  2. Ozzy Osbourne: the Godfather of Metal. NY Rock (June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 December 2009.
  3. Wall, Mick (1986). Diary of a Madman – The Official Biography. Zomba Books. 
  4. Ozzy Osbourne To Receive Billboard's Legend Of Live Award Billboard Retrieved 8 December 2010