შინაარსზე გადასვლა

ოზერნას მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოზერნას მღვიმე
უკრ. Озерна
კოორდინატები: 48°45′52″ ჩ. გ. 25°57′57″ ა. გ. / 48.76444° ჩ. გ. 25.96583° ა. გ. / 48.76444; 25.96583
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ტერნოპილის ოლქი
სიგრძე დაახლ. 130 000 
ამგებელი ქანები თაბაშირი
ოზერნას მღვიმე — უკრაინა
ოზერნას მღვიმე

ოზერნას მღვიმე (უკრ. Озерна) — მღვიმე უკრაინაში, ტერნოპილის ოლქში. მდებარეობს პოდოლსკის მაღლობზე, სოფელ სტრილკივცის მიდამოებში. წარმოადგენს დიდი კარსტული ძაბრის (დიამეტრი 200 -ზე მეტი, სიღრმე დაახლ. 18 მ) ფსკერზე განლაგებულ ლაბირინთიან ორსართულიან სისტემას შესასვლელით. საერთო სიგრძე 130 კმ-ზე მეტია, ცალკეული დარბაზებისა 100 მ-ზე მეტი (ალიგატორის ეხი). დამახასიათებელია ე.წ. ორგანული მილები (სიმაღლეში 18 მ-მდე); გამოხატულია თაბაშირის კრისტალების ნალექები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები; მარგალიტის ეხში აღმოჩენილია მღვიმური მარგალიტი. ჰაერის ტემპერატურაა დაახლოებით 10°C, ტენიანობა 80–100%. აღმოჩენილია 20-მდე მცირე ზომის არაღრმა მუდმივად გამდინარე ტბა, რომელთა მინერალიზებული წყლის ტემპერატურა დაახლოებით 8°С-ია. პერიოდულად, 10–15 წელიწადში ერთხელ, ხდება წყლის დონის აწევა, რის შედეგადაც იტბორება მიწისქვეშა ღრმულები და მღვიმე რამდენიმე წლის მანძილზე მიუწვდომელი ხდება (მაგალითად, 1991–1995 წლებში). ცნობილია XX საუკუნის პირველი ნახევრიდან. შესწავლილია 1963–1972 წლებში. ტურიზმის პოპულარული ობიექტია.[1]

  1. ОЗЁРНАЯ ПЕЩЕРА // Большая российская энциклопедия. т. 23. М., 2013. — стр. 724.