ოზბორნ რეინოლდსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოზბორნ რეინოლდსი
OsborneReynolds.jpg
დაბ. თარიღი 23 აგვისტო 1842(1842-08-23)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბელფასტი[4]
გარდ. თარიღი 21 თებერვალი 1912(1912-02-21)[1] [2] [3] (69 წელი)
გარდ. ადგილი სომერსეტი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო მექანიკა
მუშაობის ადგილი მანჩესტერის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დედოფლის კოლეჯი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი და სამეფო მედალი

ოზბორნ რეინოლდსი (ინგლ. Osborne Reynolds; დ. 23 აგვისტო, 1842, ბელფასტი – გ. 21 თებერვალი, 1912, უოჩეტი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ინჟინერი, რომელიც ძირითადად მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის დარგში. მისმა გამოკვლევებმა სითბოგამტარობაში მყარ სხეულებსა და სითხეებს შორის გამოიწვია სახარში და გამაციებელი დანადგარების ტექნოლოგიის დახვეწა.

იყო ლონდონი სამეფო საზოგადოების წევრი 1877 წლიდან.

ცხოვრება და მოღვაწეობა ჰიდროდინამიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1867 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1888 წელს სათავეში ჩაუდგა უიტუორთის საინჟინრო ლაბორატორიას. მისი მთავარი შრომები ეხება ბლანტი სითხის დინებათა დინამიური მსგავსების, ტურბულენტურობისა და შეზეთვის თეორიებს. 1876-83 წლებში ექსპერიმენტულად დაადგინა ცილინდრულ მილებში ლამინარული დინების ტურბულენტურ დინებად გადასვლის კრიტერიუმი. ამ ექსპერიმენტების შედეგად რეინოლდსმა იპოვა დინების მახასიათებელი უგანზომილებო რიცხვი (რეინოლდსის რიცხვი), რომელიც წარმოადგენს სითხეში ინერციული და ბლანტი ძალების ფარდობას. გარდა ამისა, რეინოლდსი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოიყენა ტურბულენტური სიდიდეების ე.წ. რეინოლდსის გასაშუალოება, რაც დინების მახასიათებელი სიდიდეების (მაგ. სიჩქარის და წნევის) საშუალო და შეშფოთებულ ნაწილად დაშლას გულისხმობს.

დიდი წვლილი შეიტანა შეზეთვის ჰიდროდინამიკური თეორიის განვითარებაში.

გამოიკვლია აგრეთვე მბრუნავი ხრახნის ფრთაზე კავიტაციის მოვლენა, ბგერის ატმოსფერული რეფრაქცია და სხვ.[5]

სხვა შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ რეინოლდსმა დაახლოებით 70 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლოს, გამოიცა რეინოლდსის შრომების სრული კრებული სამ ტომად [6]. ჰიდროდინამიკის გარდა მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ისეთ არეებს, როგორიცაა თერმოდინამიკა, გაზების კინეტიკური თეორია და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]