ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოზაკომი)
Jump to navigation Jump to search

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ე. წ. ოზაკომი (რუს. Особый Закавказский Комитет (ОЗАКОМ)) — ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის დროებითი ადმინისტრაციული ორგანო, შექმნილი რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ პეტროგრადში, შტაბ-ბინით თბილისში. კომიტეტის შემადგენლობაში შემავალი ხუთი წევრიდან ოთხი იყო ლიბერალური მონარქისტულ-ბურჟუაზიული პარტიის კადეტების წევრი. მაგრამ ქართველი დემოკრატიული ძალების მტკიცე მოთხოვნით, დროებითმა მთავრობამ კომიტეტის შემადგენლობაში შეიყვანა ქართველი სოციალურ-დემოკრატების ერთ ერთი ლიდერი აკაკი ჩხენკელი.[1] ამიერკავკასიის დემოკრატიული ძალები, პირვეელ რიგში, ქართველი სოციალ-დემოკრატები, ბევრ ზომას იღებდნენ რომ მიეღწიათ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისთვის, თუნდაც შეზღუდული სახით[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მაგრამ ეს მიზანი ვერ განხორციელდა. „ოზაკომი“ შემდეგში ამიერკავკასიის კომისარიატმა და სეიმმა შეცვალეს. ამ ორგანოებმა, მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარდაქმნები განახორციელეს: გამოსცეს დეკრეტები მიწის ნაციონალიზაციის, ერობების შექმნის წოდებათ გაუქმების და სხვა საკითხებზე.

რევულუციის შემდეგ რუსეთში თვითმართველობის ძირითადად ფორმად აღიარებული იქნა ერობები. ასე მოხდა ასევე საქართველოში, ადგილობრივი მმართველობის ფორმად ერობა იქნა აღიარებული. რევოლუციამ რუსეთის დაპყრობილ ქვეყნებში გააძლიერა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, თვითგამორკვევისთვის ბრძოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Из воспоминаний генерала П. Н. Врангеля Журнал «Власть» № 13(717) от 09.04.2007