შინაარსზე გადასვლა

ოვჩარის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარპატების ხის ეკლესიები პოლონეთსა და უკრაინაში

ოვჩარის ხის ეკლესია
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და immovable monument in Poland
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები პოლონეთის დროშა პოლონეთი | ქვეყნის დროშა2 | name = პოლონეთის დროშა პოლონეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2013  (37-ე სესია)
ნომერი 1424
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1424
ინგლ.რუს.ფრ.

ოვჩარის ღვთისმშობლის ეკლესია (პოლ. Cerkiew Opieki Matki Bożej) — ბერძნულ-კათოლიკური ტაძარი, რომელიც მდებარეობს სოფელ ოვჩარიში, სენკოვის გმინა, გორლიცის პოვიატი, მალოპოლსკის სავოევოდო. ამჟამად გამოიყენება ბერძნულ-კათოლიკური და ლათინური თემების მიერ. წარმოადგენს მალოპოლსკის სავოევოდოს არქიტექტურულ ძეგლს.

2013 წლის 21 ივნისს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიაზე კამბოჯაში, ეკლესია შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პოლონეთისა და უკრაინის კარპატების რეგიონის 16 ხის ეკლესიასთან ერთად.[1][2]

ტაძარი ააგეს 1653 წელს უფრო ძველი ტაძრის ადგილზე, რომელიც მეწყერმა დაანგრია. 1701 წელს ტაძარს მიაშენეს პრესვიტერიუმი და 1783 წელს დაემატა კოშკი, რომელიც ადგილობრივმა ოსტატებმა დმიტრი დეკოვეკინმა და ფიოდორ რუსინკამ ააშენეს. 1870 წელს გაფართოვდა ტაძრის შიდა სივრცე. 1938 წელს ტაძარში დაიხატა ფრესკები.

1947 წელს სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ლემკები იყვნენ, ოპერაცია ვისლას დროს პოლონეთის დასავლეთ ნაწილში გადაასახლეს და ტაძარი ლათინური მრევლის ფილიალად იქცა. 1958 წელს ლემკების დაბრუნების შემდეგ ტაძარი ბერძნულ-კათოლიკურ თემს დაუბრუნდა.

1983-1985 წლებში ჩატარდა ტაძრის რემონტი, რომლის დროსაც გამაგრდა ტაძრის საძირკველი და სახურავი დაიფარა ყავრით. ტაძრის აღდგენა აღინიშნა პოლონეთის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს მიერ.

1984 წლის 6 ივნისს ტაძარი შეიტანეს მალოპოლსკის სავოევოდოს არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების რეესტრში (№ А-1214).

1995 წელს ტაძრის თემმა მიიღო "Prix Europa Nostra"-ს პრიზი არქიტექტურული ძეგლის საუკეთესო შენარჩუნებისთვის.

1998 წლიდან ტაძარი ერთდროულად გამოიყენება ბერძნულ-კათოლიკური და ლათინური თემების მიერ.

  • G. i Z. Malinowscy, E. i P. Marciniszyn, Ikony i cerkwie. Tajemnice łemkowskich świątyń, Carta Blanca, Warszawa 2009, ISBN 978-83-61444-15-2