ოვისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოვისტები (ლათ. ovum — კვერცხი) — XVII-XVIII საუკუნეების ბიოლოგები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მდედრობით სასქესო უჯრედში — კვერცხში — წინასწარაა ჩასახული მიკროსკოპული ზრდასრული ორგანიზმი (შეადარეთ ანიმალკულისტები). ორგანიზმის განვითარება ოვისტებს დაჰყავდათ უბრალო ზრდის პროცესამდე (პრეფორმიზმი). ოვისტებს ეკუთვნოდნენ მარჩელო მალპიგი, შარლ ბონე, ი. გალერი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]