ოვერტონის ფანჯარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოვერტონის ფანჯარაპოლიტიკური თეორია, რომელიც საზოგადოების მიერ იდეების მიმღებლობას „ფანჯრის“ ჭრილში განიხილავს. თეორიის მიხედვით პოლიტიკური იდეის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია უფრო მეტად იმაზე რამდენად ვარდება ის ამ ჩარჩოში, ვიდრე კონკრეტულად პოლიტიკოსის ქცევაზე.[1] თეორიას სახელი საზოგადოებრივი პოლიტიკის მაკინაკის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელისა და თეორიის ავტორის ჯოზეფ ოვერტონის (1960–2003)[2] მიხედვით ეწოდება. ნებისმიერ მომენტში ფანჯარა მოიცავს საზოგადოებრივი კლიმატისთვის მისაღები პოლიტიკური ტეორიების გარკვეულ რაოდენობას, რომლებიც შეუძლია პოლიტიკოსმა გამოიყონოს რისკის გარეშე, რომ მისი ნათქვამი ან საქციელი აღქმული იქნება როგორც რადიკალური ან რაიმე გამორჩენის მიზნით ჩადენილი.

თეორიის მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვერტონის ფანჯრის გრაფიკული გამოსახულება

ოვერტონმა მთავრობის ჩარევის "უფრო თავისუფალიდან" – "ნაკლებ თავისუფლამდე" ვერტიკალური სპექტრი აღწერა. იმის მიხედვით სპექტრი მოძრაობს თუ ფართოვდება, იდეა მოცემულ მომენტში შეიძლება გახდეს პოლიტიკურად მეტად ან ნაკლებად მისაღები.[3] საზოგადოების მხრიდან იდეის მიმღებლობა უხეშად შემდეგ ნაირად გამოიყურება:

  • წარმოუდგენელი
  • რადიკალური
  • მისაღები
  • გონივრული
  • პოპულარული
  • პოლიტიკა

იმ სამთავრობო პოლიტიკის დამცველები რომელიც არ ხვდება ჩარჩოში ცდილობენ საზოგადოების ცნობიერება შეცვალონ ისე, რომ ევერტონის ფანჯარა გაიზარდოს ან გადაადგილდეს. არსებული ან მსგავსი პოლიტიკის დამცველები ცდილობენ ფანჯრის მიღმა დარჩენილი იდეები იყოს საზოგადოებისთვის მიუღებელი.

ოვერტონის გარდაცვალების შემდეგ სცადეს ფანჯრის პრინციპი მოერგოთ წინასწარ განზრახული იდეების პოპულარიზაციაზე, განსაკუთრებით შედარებით ნაკლებად უცნაური იდეების მისაღებად გარდაქმნაზე.[4] სახეზე-კარის მეთოდით დარწმუნება არის ანალოგიური.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველაში ბუმისდღე ოვერტონის ფანჯარა გამოყენებულია როგორც ამერიკაში სოციალური დაცვის რეფორმის საგანი. ტექნიკა გამოყენებულია "მოალისეობრივი გადასვლის" აგიტაციაში, რომელიც გარკვეულ ასაკში ბენეფიტებისთვის თვითმკვლელობას გულისხმობს. შედეგად სახელმწიფოს სოციალურ დაცვაზე ხარჯები შეუმცირდებოდა.

2010 წელს გლენ ბეკმა გამოსცა ნოველა ოვერტონის ფანჯარა.

ისტორიული პრეცედენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვერტონის ფანჯრის მსგავსი იდეა პირველად 1868 წელს გაჟღერდა ნოველაში პინეას ფინელი:

ვიკიციტატა
„ "მრავალი რაც ადრე ქიმერულად მიიჩნეოდა, ახლა ჩაითვლება რომ ეს მხოლოდ საშიშია, ან უბრალოდ ძნელი. დროთა განმავლობაში კი ეს შესაძლებელად მიიჩნევა, შემდეგ სავარაუდოდ და ბოლოს იმ იშვიათ ჩამონათვალში მოხვდება რაც ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. ასე ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება."

"დროის კარგვა არ შეიძლება," თქვა პინეასმა, "უნდა გაკეთდეს პირველი დიდი ნაბიჯი ამისთვის."

"პირველი იდიდ ნაბიჯი დიდი ხნის წინ გაკეთდა," სთვა ბატონმა მონკმა,–"იმათ მიერ ვინც რევოლუციურ დემაგოგებად მიიჩნეოდნენ, თითქოს მოღალატეებად, რადგან მათ ის ნაბიჯი გადადგეს."“
(ანტონი ტროლოპე)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]