გიორგი ოვაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოვაშვილი, გიორგი)
გიორგი ოვაშვილი
დაბადების სახელი გიორგი ოვაშვილი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1963 (1963-11-14) (60 წლის)
მცხეთა
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1997 – დღემდე
მეუღლე(ები) ნინო დევდარიანი
ჯილდოები მთავარი პრიზი “METROBUS”, „პარიზ სინემა“ – 2009

გიორგი ოვაშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1963, მცხეთა) — ქართველი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ოვაშვილი დაიბადა 1963 წლის 14 ნოემბერს, მცხეთაში.

1986 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, 1996 წელს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს ნიუ-იორკის კინოაკადემიის რეჟისურის კურსი.

ჰყავს მეუღლე, ნინო დევდარიანი და სამი შვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი
სცენარის ავტორი
პროდიუსერი

პრიზები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიუ იორკის კინოაკადემიის პრიზი ფილმისათვის "ზღვის დონიდან" – "ბერლინალე–2005".
  • ჟიურის სპეციალური პრიზი ოდენსეს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის "ზღვის დონიდან".
  • ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე "მოლოდოსტი" ფილმისათვის "ვაგონეტი"

გაღმა ნაპირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) (2009) საბავშვო კ/ფესტივალების მსოფლიო ორგანიზაციის CIFFEJ–ის პრიზი
  • „ნოეს კიდობანი“(მოსკოვი,რუსეთი) (2009) პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
  • „ნოეს კიდობანი“(მოსკოვი,რუსეთი) (2009) პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის (შაჰრიარ ასსადი)
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ლისტოპადი“(მინსკი, ბელორუსია) (2009) პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი Asiaticafilmmediale დაარქივებული 2020-09-26 საიტზე Wayback Machine. (რომი, იტალია) (2009) ფესტივალის მთავარი პრიზი „2009 წლის საუკეთესო აზიური მხატვრული ფილმი“
  • Noordelijk საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნიდერლანდები) (2009)
  • „MOLODOST“ (კიევი, უკრაინა) (2009)
  • „ოქროს ფორთოხალი“ დაარქივებული 2018-09-01 საიტზე Wayback Machine. (ანტალია, თურქეთი) (2009) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის
  • „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) (2009) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის (თედო ბექაური)
  • „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) (2009) თურქ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი
  • რუმინეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი დაარქივებული 2020-11-02 საიტზე Wayback Machine. (არადი, რუმინეთი) (2009) მთავარი პრიზი „საუკეთესო რეჟისორი“
  • ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო კ/ფესტივალი BUSTER (კოპენჰაგენი, დანია) (2009) მთავარი პრიზი „საუკეთესო საბავშვო ფილმი“
  • „კინოშოკი“ (ანაპა, რუსეთი) (2009) ჟიურის სპეციალური დიპლომი
  • „ოქროს გარგარი“ დაარქივებული 2011-02-08 საიტზე Wayback Machine. (ერევანი, სომხეთი) (2009) გრანპრი „ოქროს გარგარი“
  • „ოქროს გარგარი“ (ერევანი, სომხეთი) (2009) ეკუმენიკური ჟიურის პრიზი
  • „პარიზ სინემა“ (პარიზი, საფრანგეთი) (2009) მთავარი პრიზი “METROBUS”
  • Cines del Sur დაარქივებული 2006-11-23 საიტზე Wayback Machine. (გრანადა, ესპანეთი) (2009) მთავარი პრიზი „ოქროს ალჰამბრა“
  • სიეტლის საერთაშორისო კ/ფესტივალი დაარქივებული 2009-06-21 საიტზე Wayback Machine. (აშშ) (2009) მთავარი პრიზი „ჟიურის დიდი პრიზი“
  • GO EAST (ვისბადენი, გერმანია) (2009) მთავარი პრიზი „ოქროს ლილია“ და კონცერნ „შკოდა“–ს ჯილდო
  • GO EAST (ვისბადენი, გერმანია) (2009) კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი FIPRESCI
  • ბელგრადის საერთაშორისო კ/ფესტივალი FEST 2009 ჟიურის სპეციალური პრიზი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]