ოვალაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოვალაუ
მშობ. სახელი: ინგლ. Ovalau
FijiOMCmap.png
გეოგრაფია
17°41′17″ ს. გ. 178°47′26″ ა. გ. / 17.68806° ს. გ. 178.79056° ა. გ. / -17.68806; 178.79056
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 102,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 626 მ
ნანდელაიოვალაუს მთა
ქვეყანა
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლომაივიტის პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 9000
სიმჭიდროვე 87,977 ად. /კმ²

ოვალაუ (ინგლ. Ovalau) — ფიჯის რესპუბლიკის კუნძული, რომელიც მდებარეობს ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვალაუს კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, დაახლოებით 20 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ვიტი-ლევუდან და 60 კმ-ში ჩრდილოეთით ქალაქ სუვადან. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 2800 კმ-ში[1].

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძული წარმოადგენს ძველ ვულკანურ კონუსს ცენტრალური ღრმულით, რომელიც გარშემორტყმულია ქედებით, მდინარეებით, ჭაობებით, ტბებით და წარმოადგენს ვულკანურ კრატერს[1]. ოვალაუს ფართობი შეადგენს 102,3 კმ²-ს, რის გამოც იგი სიდიდით მესამე კუნძულია ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში. კუნძულის ზედაპირი მთიანია. ხღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — ნანდელაიოვალაუს მთა, რომელიც აღწევს 626 მეტრ სიმაღლეს[1].

ნიადაგს აქვს ვულკანური წარმოშობა; გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც კუნძულის გვერდით გაცურა 1789 წლის მაისში. 1792 წელს ბლაიმ ხელმეორედ გამოიკვლია ოვალაუს კუნძული[2].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვალაუს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 9000 ადამიანს, ანუ ლომაივიტის პროვინციის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარს. კუნძულზე მდებარეობს ქალაქი ლევუკა. ქალაქი დაარსებულია დაახლოებით 1820 წელს ევროპელი დასახლებულების და ვაჭრების მიერ და ფიჯის კუნძულებზე თანამედროვე ტიპის პირველი ქალაქია. 1871 წლიდან 1877 წლამდე პერიოდში ლევუკა იყო ჯერ ფიჯის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის იმპერიის ფიჯის კოლონიის დედაქალაქი (დედაქალაქის ოფიციალური გადატანა სუვაში მოხდა 1882 წელს)[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Islands of Fiji. Ovalau. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-08-11.
  2. Max Quanchi; John Robson. Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands. — Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiii. — ISBN 0810853957
  3. David Stanley. Moon Fiji. — 8-ე გამოცემა. — Avalon Travel, 2007. — P. 340. — ISBN 9781566919821