შინაარსზე გადასვლა

ოდრი (ჩეხეთი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ოდრი
Odry

მასარიკის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Dobešov[1] , Kamenka[1] , Klokočůvek[1] , Loučky[1] , Pohoř[1] , Tošovice[1] , Veselí[1] , Vítovka[1] და Odry
კოორდინატები 49°39′45″ ჩ. გ. 17°49′51″ ა. გ. / 49.66250° ჩ. გ. 17.83083° ა. გ. / 49.66250; 17.83083
მმართველი ადამ ჰანუსი
პირველი ხსენება 1234
ფართობი 74,05 კმ²
ცენტრის სიმაღლე 274
მოსახლეობა 7 314[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 742 35, 742 36
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი odry.cz
ოდრი (ჩეხეთი) — ჩეხეთი
ოდრი (ჩეხეთი)

ოდრი (ჩეხ. Odry) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ნოვი-იიჩინის რაიონში მდებარეობს. ოდრი ცხრა მუნიციპალური ერთეულისგან შედგება. ოდრის გარდა მუნიციპალიტეტში ერთიანდება დობეშოვი, კამენკა, კლოკოჩუვეკი, ლოუჩკი, პოჰორი, ტოშოვიცე, ვესელი და ვიტოვკა.

ოდრის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ქალაქის სახელწოდება მდინარე ოდრის სახელიდან მომდინარეობს. მისი სახელი ისტორიის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა ყოველთვის მდინარე ოდრასთან იყო დაკავშირებული.

ქალაქი ოდრა რაიონულ ცენტრ ნოვი-იჩინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორიის ნაწილი ნიზკი-იესენიკის მთათა ფერდობებზეა გაშენებული, ნაწილი კი მდინარე ოდრას ხეობაში. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია სუხას გორა, მისი სიმაღლე 578 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე სათევზაო ტბორი მდებარეობს.

დღევანდელი ოდრის ტერიტორიაზე დასახლება ვიჰნანოვი მდებარეობდა. პირველად ისტორიულ წყაროებში ის 1234 წელს არის მოხსენიებული. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ ვიჰნანოვის ერთ ნაწილში ციხესიმაგრე ააგეს და გალავნით შემოსაზღვრეს, მომდევნო საუკუნეში ის აქაური მამულების ეკონომიკური ცენტრი გახდა.[3]

ჰუსიტური ომების დროს, 1427 წელს მდინარე ოდრას ხეობა ციმბურკელმა ჰუსიტმა იან ტოვაჩოვსკიმ დაიპყრო და ქალაქი რამდენიმე წლით ჰუსიტების გახდა.[3]

ოცდაათწლიანი ომის დროს შვედებმა ქალაქი რამდენიმეჯერ გაძარცვეს. მათ ასევე დაანგრიეს წმინდა ბართლომეს ეკლესია, რომელიც მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოს აღადგინეს ბაროკოს სტილში.[3]

XVIII საუკუნეში ოდრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტყვიას და ვერცხლს მოიპოვებდნენ. 1774 წელს ქალაქში შალის საწარმოო ქარხანა დაარსდა, ხოლო XIX საუკუნის შუა ხანებში ფარდების ინდუსტრია განვითარდა. 1866 წელს აქ ქვეყანაში პირველი რეზინის ქარხანა ამოქმედდა.[3]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდრის ისტორიულ ცენტრს მასარიკის მოედანი და მისი შემოგარენი ქმნის. მოედანი რენესანსის სტილის სახლებითაა გარშემორტყმული. მასარიკის მოედანზე დგას 1785 წლელს შექმნილი ღვთისმშობლის მიძინების ქანდაკება 1897 წელს აგებულ ნეოკლასიკური შადრევანთან ერთად. დღემდე შემორჩენილია XV საუკუნის ქალაქის გალავნის ნაშთები.[4]

ოდრის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი წმინდა ბართლომეს ეკლესიაა. თავდაპირველად გოტიკური ეკლესია ბაროკოს სტილში 1691–1692 წლებში აღადგინეს. ეკლესიის კოშკში არსებული ზარი 1374 წლით თარიღდება და მორავიაში სიძველით მეორე ზარია. აღსანიშნავია ასევე სამრევლო ტაძარი, რომელიც ამჟამინდელი სახით 1699 წელს აღადგინეს.[3]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Historie cs. Město Odry. ციტირების თარიღი: 2025-07-21
  4. Průvodce po Oderských památkách cs. Město Odry. ციტირების თარიღი: 2025-07-21