ოდიშ-გურიის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოდიშ–გურიის დაბლობი)
Jump to navigation Jump to search
ოდიშ-გურიის დაბლობი, ხედი ჯიხეთის მონასტრიდან

ოდიშ-გურიის დაბლობიკოლხეთის აკუმულაციური დაბლობის შუა ნაწილი. მდინარე ენგურის ქვემო დინებიდან მდინარე სუფსამდე და შავი ზღვიდან მდინარე ცხენისწყლამდე. ზღვის დონიდან 50 . ოდიშ-გურიის დაბლობი ზედამეოთხეული და თანადროული ნალექებით აგებული ბრტყელი და დაბალი ვაკეა. იყოფა ოდიშისა და გურიის დაბლობებად. ოდიშის დაბლობი მდინარე რიონის მარჯვენა მხარეზეა, გურიის დაბლობი — მარცხენაზე. ჰავა ნესტიანი სუბტროპიკულია. დაბლობის დასავლეთი სანაპირო უკავია სამეურნეოდ ნაკლებად ათვისებულ ჭალადიდის დაჭაობებულ მასივს. დაბლობს ჰკვეთს მდინარეები: ხობისწყალი, რიონი, ფიჩორი. ოდიშ-გურიის დაბლობზეა პალიასტომის, ჯაპანას, გულეთკარის, ჩალუბის, პატარა პალიასტომის, იმნათის, მალთაყვისა და გრიგოლეთის ტბები. სანაპიროს დიუნების ზოლი შემოსილია სუსტად განვითარებული მცენარეულობით (ქვიშამხალი, ლურჯი ნარი, ზღვის შროშანი, ნეგო, რძიანა, ხურხუმი, ქაცვი და სხვა). ჭაობების ნაწილი ისლით ან ხავსით არის დაფარული, ნაწილი კი მურყნარს უკავია.

ოდიშ-გურიის დაბლობზე გაშენებულია ქალაქები: ფოთი, ლანჩხუთი, სენაკი, აბაშა და ხობი. დაბლობის დაუჭაობებელი ნაწილი ათვისებულია სუბტროპიკული კულტურებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: