ოგიუსტენ ლუი კოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოგიუსტენ ლუი კოში
Augustin-Louis Cauchy 1901.jpg
დაბ. თარიღი 21 აგვისტო 1789(1789-08-21)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი პარიზი[5]
გარდ. თარიღი 23 მაისი 1857(1857-05-23)[4] [6] [1] (67 წელი)
გარდ. ადგილი სო[5]
მოქალაქეობა საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
სამეცნიერო სფერო მათემატიკური ანალიზი და გეომეტრია
ალმა-მატერი გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა, ანრი IV-ის ლიცეუმი და პოლიტექნიკური სკოლა
მამა Louis François Cauchy
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[7] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[2] და Grand prix des sciences mathématiques
ხელმოწერა Signature d'Augustin Louis Cauchy.svg

ოგიუსტენ ლუი კოში (დ. 21 აგვისტო, 1789, პარიზი — გ. 23 მაისი, 1857, სო) — ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1816).

დაამთავრა პოლიტექნიკური სკოლა (1807), აგრეთვე ხიდებისა და გზების სკოლა პარიზში (1810). 1910–1813 წლებში მუშაობდა ინჟინრად ქ. შერბურში. 1816–1830 ასწავლიდა პოლიტექნიკურ სკოლასა და კოლეჟ დე ფრანსში, 1848 წლიდან – პარიზის უნივერსიტეტსა და კოლეჟ დე ფრანსში. მისი შრომები ეძღვნება მათემატიკის (ძირითადად მათემატიკურ ანალიზს) და მათემატიკური ფიზიკის სხვადასხვა დარგს. მის მიერ დაწერილი შრომა "ანალიზის კურსი" ეფუძნება ზღვრის ცნების სისტემურ გამოყენებას. განსაზღვრულია ფუნქციის უწყვეტობის ცნება, მოცემულია კრებად მწკრივთა თეორიის აგება, ინტეგრალის, როგორც ჯამების ზღვრის, განსაზღვრა და ა.შ. კოში სისტემატურად ავითარებდა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის საფუძვლებს, გამოსახა ანალიზური ფუნქცია ინტეგრალის სახით, გაშალა ფუნქცია ხარისხოვან მწკრივად, განავითარა ნაშთთა თეორია. კოშის მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, გეომეტრიაში, რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive
  2. 2.0 2.1 Léonore database ministère de la Culture.
  3. Record #11895590x // general catalog of BnF
  4. 4.0 4.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118519735 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. 5.0 5.1 Коши Огюстен Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. http://www.pourlemerite.org/peace/peace.php
  8. 8.0 8.1 Grattan-Guinness I. Bolzano, Cauchy and the new analysis in the early 19. century // Arch. Hist. Exact Sci. Springer Science+Business Media, 1970. — Vol. 6. — P. 372–400. — ISSN 0003-9519; 1432-0657