ობორა-ჰვეზდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის შესასვლელი
მთავარი ხეივანი

ობორა-ჰვეზდა (ჩეხ. Obora Hvězda) — სატყეო პარკი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რომელიც ამჟამად ბუნებრივი მონუმენტის სტატუსითაა დაცული. მისი ფართობი 84 ჰექტარია. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 6 კმ-ით დასავლეთით, ლიბოცის, ბრჟევნოვის, ბილა-ჰორისა და რუზინეს კვარტლებს შორის.

ტყე წერილობით წყაროებში პირველად 993 წელსაა მოხსენიებული მალეიოვის სახელით, როდესაც ჰერცოგმა ბოლესლავ II-მ ის ბრჟევნოვის მონასტერს უბოძა. XVI საუკუნეში, იმპერატორ ფერდინანდ I-ის მმართველობისას ის კედელშომოვლებულ სპორტული ნადირობის ნაკრძალად გადაიქცა. ამჟამინდელი სახელი მომდინარეობს საზაფხულო სასახლე ვარსკვლავისგან (XVI საუკუნე), რომელიც მის ცენტრში დგას. ტყის მიდამოებში 1620 წელს გაიმართა თეთრი მთის ბრძოლა.

ობორა-ჰვეზდის ტყეში ბინადრობს ფრინველის რამდენიმე სახეობა, მათ შორის საშუალო წინწკლებიანი კოდალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: