ობლივსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ობლივსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 48°32′05″ ჩ. გ. 42°30′14″ ა. გ. / 48.53472° ჩ. გ. 42.50389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ობლივსკაია |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1915 |
ობლივსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა ობლივსკაიაში[1], როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრირქოს შახტინის ეპარქიას. წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ობლივსკის რაიონი, სტანიცა ობლივსკაია, ლენინის ქუჩა 70-ა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამწყსოს ისტორია იწყება XIX საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც სტანიცა ობლივსკაიაში ააგეს ხის ეკლესია. ეკლესია გადახურული იყო თუნუქის ფილებით, რომელიც შეღებილი იყო მწვანე საღებავით. მოოქროვილ გუმბათებზე კი იდგა ოქროსფერი ჯვრები.
1869 წლიდან ეკლესიასთან მუშაობდა სასწავლებელი 33 ადამიანისთვის, სამრევლო სკოლა, სადაც სწავლობდა 70 მოსწავლე.
XX საუკუნის დასაწყისში ობლივსკაიაში უკვე 500 კომლი და დაახლოებით 5 000 კაზაკი ცხოვრობდა. სამწყოსსათვის უკვე აუცილებელი იყო ახალი ეკლესიის მშენებლობა. 1915 წელს ააგეს ქვის ეკლესია, რომლის ფართობი იყო 228 კვ. მ. ეკლესია ააშენეს ადგილობრივი ვაჭრებისა და მოქალაქეების სახსრებით. ახალი ეკლესია ააგეს წითელი აგურით. კედლებზე იყო ფრესკები. ტაძრის მშენებლობა დაჯდა 50 000 რუბლი. ეკლესიასთან მოქმედებდა ბიბლიოთეკა, რომელშიც იყო 145 წიგნი.
საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია ორჯერ დაიხურა. 1942 წელს ეკლესია გაიხსნა მრევლისთვის. 1960 წელს ეკლესიაში განთავსებული იყო სპორტული დარბაზი და ავეჯის საწყობი.
1989 წელს ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნით, რელიგიის საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებით 24 მაისს ეკლესია უფასოდ გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამჟამად ეკლესიაში რეგულარულად არევლინაბა ღვთისმსახურება. 2001 წლიდან ეკლესიასთან მუშაობს საკვირაო სკოლა. ეკლესია არქიტექტურის ძეგლია და შეტანილია ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების სიაში.
ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ალექსანდრე (ბრალგინი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Церковь Николая Чудотворца დაარქივებული 2018-08-19 საიტზე Wayback Machine.
- Приход свт. Николая Чудотворца, ст. Обливская დაარქივებული 2017-06-04 საიტზე Wayback Machine. .
- Обливская. Церковь Николая Чудотворца.
- Церковь Николая Чудотворца[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Свято-Никольский храм станицы Обливской. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-16. ციტირების თარიღი: 2017-03-23.