ობლივსკაიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ობლივსკაიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
48°32′17″ ჩ. გ. 42°30′05″ ა. გ. / 48.53806° ჩ. გ. 42.50139° ა. გ. / 48.53806; 42.50139
დაარსდა 1994
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Oblivskaya
დირექტორი ვ. ლიმარევა
ოფიციალური საიტი oblivsk.ru/muzei.htm
Map

ობლივსკაიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Обливский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი როსტოვის ოლქის ობლივსკის რაიონის სოფელ ობლივსკაიაში. მდებარეობს ვაჭარ დემენტიევის ძველ სახლში.

მუზეუმი მდებარეობს შედეგ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ობლივსკის რაიონი, სტანიცა ობლივსკაია, ლენინის ქუჩა № 21-ბ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობლივსკაიის მხარეთმცონეობის მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მისი გახსნა მიუძღვნეს ქალაქის 250-ე წლის იუბილეს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინამორბედი იყო № 2 სკოლის მუზეუმი, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდა რსფსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი ვერა ფილეს ასული ავსეცინა[1]. 1994 წელს სასკოლო მუზეუმის რამდენიმე ექსპონატი საჩუქრად გადაეცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეგიძლიათ გაეცნოთ სტანიცა ობლივსკაიის და ობლივსკის რაიონის ისტორიას, შეგიძლიათ ნახოთ ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები და ფოტოები, ადგილობრივი მხატვრების ნახატები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, გერბარიუმები, გარეული ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები და სხვადასხვა საგნები, რომლებიც შეგროვებულია ენთუზიასტების მიერ და გადაცემული მუზეუმზე. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი ამჟამად მოიცავს 2 000 ექსპონატს[2]. ობლივსკის რაიონის მოსახლეობა ყოველწლიურად ავსებს მუზეუმის ფონდს, მათ მოაქვთ კაზაკების ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები, ფოტოები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები. მუზეუმის თანამშრომლბი მართავენ ექსკურსიებს, კითხულობენ ლექციებს მხარის ისტორიის შესახებ, აწყობენ გამოფენებსა და ფოტოგამოფენებს, რომლებიც ეძღვნება ობლივსკის რაიონს[3][4][5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]