ნშან მუნჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნშან მუნჩიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1963(1963-06-24) (60 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
სიმაღლე 158[1]
წონა 48[1]
ქვეყანა სომხეთი
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ნშან მუნჩიანი (სომხ. Նշան Մունչյան; დ. 24 ივნისი, 1963, ერევანი, სომხეთის სსრ) — ვეტერანი სომეხი მოკრივე. ყოფილი მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირისა და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1989).[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნშანმა კრივში ვარჯიში სომხეთში, 1976 წელს დაიწყო. მუნჩიანმა 1987 წლის კრივის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუნჩიანმა საერთაშორისო ტურნირებზე მშობლიური ქვეყნის, სომხეთის სახელით დაიწყო გამოსვლა. მან მოიპოვა ოქროს მედალი 1993 წლის მოყვარულთა კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე და ოქროს მედალი 1994 წლის მსოფლიო თასზე. ის პირველი მოკრივეა დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკიდან, რომელმაც ორივე შეჯიბრში მედალი მოიპოვა. მუნჩიანის პირველი მწვრთნელი იყო სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, არმენ ანოტნიანი.[4]

მუნჩიანმა იასპარეზა 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც პირველი რაუნდი გამოტოვა. მეორე რაუნდში წააგო დანიელ პეტროვთან, რომელიც მან ადრე დაამარცხა 1993 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე. პეტროვმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველ რაუნდში დასვენების შემდეგ მეორე რაუნდში ანგარიშით 5:11 დამარცხდა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან, ბულგარელ დანიელ პეტროვთან.

შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ანგარიშით 1:4 დამარცხდა პუერტო-რიკოს წარმომადგენელ ლუის როლონთან.

1989 წელს პირველ შეხვედრაში დაამარცხა პოლონელი ლეშეკ ოლშევსკი. შემდეგ შეხვედრაში დაამარცხა მონღოლი ერდენცოგტ ცოგტიჯარგალი, ანგარიშით 17:9. მესამე შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა კუბელ როჯერიო მარსელოსთან, ანგარიშით 20:23.

1993 წელს პირველ შეხვედრაში დაამარცხა ფრანგი ბერნარ ინომი, ანგარიშით 23:9. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა რუსი ედუარდ გაიფულინი, ანგარიშით 11:0. ნახევარფინალში დაამარცხა აშშ-ს წარმომადგენელი ალბერტო გუარდადო, ანგარიშით 7:2. ფინალში დაამარცხა ბულგარელი დანიელ პეტროვი, ანგარიშით 8:6.

1995 წელს პირველ შეხვედრაში დაამარცხა უნგრელი პალ ლაკატოსი. შემდეგ შეხვედრაში დამარცხდა პოლონელ ანდრეი რჟანისთან.

შედეგები ევროპის ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში დასვენების შემდეგ დაამარცხა უნგრელი რობერტ ისაზეგთან, ანგარიშით 5:0. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა რუმინელი ადრიან ამზერი, ანგარიშით 5:0. ამას მოჰყვა მისი მხრიდან ბულგარელი კრასიმირ ჩოკალოვის დამარცხება, ანგარიშით 4:1. ამის შედეგად გახდა ევროპის ჩემპიონი.

1989 წელს პირველ შეხვედრაში დაამარცხა ლუიჯი კასტილიონე, ანგარიშით 4:1. ამის შემდეგ დისკვალიფიცირებული იქნა რობერტ ისაზეგთან შეხვედრაში.

1991 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში დაამარცხა იან კუასტი, ანგარიშით 25:20. ამის შემდეგ დამარცხდა უნგრელ პალ ლაკატოსთან, ანგარიშით 19:23.

შედეგები მსოფლიო თასზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში დაამარცხა ყაზახი ბულატ ჯუმადილოვი, ანგარიშით 12:8. შემდეგ ეტაპზე ანგარიშით 13:8 დაამარცხა ფრანგი ბერნარ ინომი. ნახევარფინალში დაამარცხა ტაილანდელი პრამუნასაკ პოსუვანი, ანგარიშით 11:6. ფინალში დაამარცხა ესპანელი რაფაელ ლოზანო, ანგარიშით 15:6.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 1997-2007 წლებში მუნჩიანი იყო სომხეთის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 1999-2001 წლებში ეკავა სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობა.[5] ნშან მუნჩიანი 2007 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის არის ლოს-ანჯელესის საერთაშორისო სპორტული კავშირის კრივის მთავარი მწვრთნელი. 2013 წელს ნშან მუნჩიანს 50 წლის იუბილეზე სომხეთის სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის კრივის ფედერაციის მიერ ოქროს მედლები გადაეცა.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]