შინაარსზე გადასვლა

ნუცა ბუზალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუცა ბუზალაძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1997 (1997-01-28) (27 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ნუცა ბუზალაძე ვიკისაწყობში

ნუცა ბუზალაძე (დ. 28 იანვარი, 1997, თბილისი) — ქართველი მომღერალი, კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებული.

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან, დადიოდა ანსამბლ „მართვეში“;[1] შემდეგ საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან, დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.[1] 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცამ მონაწილეობდა GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ ჯორჯიას შემდეგ მესამე ქართველია, ვინც „ახალი ტალღა“ მოიგო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა.[2] იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.

ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა“ 2014 წლის გამარჯვებულია.[3] საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარსდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა „In My Dreams“ შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.[4]

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]