ნუცა ალექსი-მესხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნუცა ალექსი–მესხიშვილი)
ნუცა ალექსი–მესხიშვილი
Salome_Alexi_33_Trieste_Film_Festival_Januar_2022
2022 წლის კინოფესტივალზე ტრიესტში
დაბადების სახელი სალომე
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1966 (1966-03-01) (58 წლის)
თბილისი
რეზიდენცია ჰამბურგი
საქმიანობა რეჟისორი
მეუღლე(ები) კოკა ტოგონიძე
მშობლები მამა: ლადო ალექსი-მესხიშვილი
დედა: ლანა ღოღობერიძე
ჯილდოები ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 66–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე – 2009

ნუცა (სალომე) ალექსი-მესხიშვილი (დ. 1 მარტი, 1966, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუცა ალექსი-მესხიშვილი (ფსევდონიმი: Salome Alexi) დაიბადა 1966 წლის 1 მარტს, ლანა ღოღობერიძისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ხოლო 1988–1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მხატვრად. 1992–1996 წლებში სწავლობდა პარიზის კინოსკოლა La Fémis–ის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 2009–2010 წლებში იყო რეპორტიორი ევროპის საბჭოში (სტრასბურგი).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორული ნამუშევრები
  • „ღამე“ (One Night)
  • „შავი ზღვა“ (Black Sea)
  • „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით?“ („Si On Allait A La Mer“[1]), (La Fémis) (სადიპლომო ფილმი)
  • „ბედნიერება“ („Felicita“) – 2009
  • „კრედიტის ლიმიტი“ („Line of Credit“) – 2014
გადაღებულია ფილმებში
ფილმების მხატვარი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯილდოები მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ბედნიერება (Felicita):
  • ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 66–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის "ბედნიერება" (Felicita), ზაირა არსენიშვილის მოთხრობის – „ცოლმა ქმარი დაიტირა“-ს მიხედვით – 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]