ნუშაბა ჰუმათოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნუშაბა ჰუმათოვა
აზერ. Nüşabə Hümmətova
Nushabe Elesgerli.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი, 1967 (1967-12-21) (53 წლის)
დაბ. ადგილი ნუხა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
წარმოშობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
ჯილდოები აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი
ნუშაბა ჰუმათოვა ვიკისაწყობში

ნუშაბა ალესგერ-ყიზი ჰუმათოვა ანუ ნუშაბა ალესგერლი (აზერ. Nüşabə Hümmətova) — აზერბაიჯანელი მომღერალი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (2013).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს ქალაქ შაქში. მამა ალესგერ ხალილ-ოღლუ ჰუმათოვი — ექიმი, დედა სოლმაზ გაფარ-ყიზი ჰუმათოვა — პედაგოგი. ადრეულ ასაკში შეისწავლა საზის ხელოვნება აშუღ საქით ყურბანოვთან. 1976 წელს ოჯახთან ერთად სუმგაითში გადასახლდა. განათლების მიღება სუმგაითის №26 სკოლაში გააგრძელა. ამავდროულად სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას №3 მუსიკალურ სკოლაში.

1982 წელს ჩააბარა სოლთანა ჰაჯიბეკოვის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და იმავე წელს ჩააბარა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდური დირიჟორობის ფაკულტეტზე.[1] უწყვეტად იღებდა გაკვეთილებს დამსახურებული დირიჟორის ფაზილ ალიევისგან სკოლის წლებში, სასწავლებელში, ტექნიკუმში თუ კონსერვატორიაში სწავლებისას.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს შეუერთდა და 1995 წლამდე გუნდში მუშაობდა. მხატვრული ხელმძღანელი იყო გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, სახალხო არტისტი, პროფესორი რამიზ მირიშლი, ხოლო დირიჟორი — ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ზია ბაღიროვი. ანსამბლში მუშაობის პერიოდში, როგორც გუნდის შემადგენლობაში, ისე სოლისტის რანგში, ბევრი კონცერტი ჩაატარა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში — თურქეთში, ეგვიპტეში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, გერმანიაში. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოღვაწეობით დაიწყო მისი სოლო კარიერა.

ჩაწერა მთელი რიგი სიმღერები რაფიქ ბაბაევის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტივთან ერთად. ამავდროულად, მუშაობდა ანსამბლში დამსახურებული არტისტის, ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ქეროღლუს“ ხელმძღვანელის ეთიბარ გასიმოვის მოწვევით. ანსამბლის შემადგენლობაში 1991 წელს ფილარმონიის სცენაზე გაიმართა მისი პირველი კონცერტი. ნიამადინ მუსაევის ანსამბლ „როიასთან“ ერთად ასრულებდა საკონცერტო პროგრამებს შრი-ლანკისა და სხვა ქვეყნების სცენებზე.

1998 წელს აზერბაიჯანის ტელერადიოკომპანიაში სოლისტად დაიწყო მუშაობა (2006 წლამდე). ტელევიზიაში მუშაობის განმავლობაში მონაწილეობდა მრავალ პროგრამაში, სადღესასწაულო პროგრამებსა და დადგმებში. შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი აჰმად ორუჯ-ოღლუს ფილმში „ოპერაცია დედამთილი“, რომელიც ოქროს ფონდში ინახება. ამავე პერიოდში გადაიღეს 24-სერიიან ფილმში „გადამწვარი ხიდები“. ტელევიზიაში მუშაობის განმავლობაში მუშაობდა მრავალ კომპოზიტორთან — შაფიგა ახუნდოვასთან, ელდარ მანსუროვთან, ნადირ აზიმოვთან, რამიზ მირიშლისთან, აიუგიუნ სამედზადესთან, ელჩინ იმანოვთან და სხვ. ჩაწერა ბევრი სიმღერა და შექმნა 24 დისკი, გადაიღო 30-მდე მუსიკალური კლიპი. 1998 წელს საკონცერტო პროგრამით გამოვიდა ინსტრუმენტალურ ანსამბლ „მათინთან“ ერთად აზერბაიჯანის მრავალ რეგიონში — გორანბოი, აღჯაბადი, ყუბა, ხაჩმაზი, შაქი, კახი, ბელაქანი, ზაქათალა და სხვ.[1] 1999 წელს AzTV-ის დილის პროგრამის წამყვანი იყო. 2001 წელს ჰქონდა საავტორო პროგრამა „Qonaq otağı“ ტელეარხზე STV, 2004 წელს „Göz dəyməsin“ — არხზე „Space Tv“.

2011 წელს პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „შაფიგა ახუნდოვას შემოქმედების სტილისტური განსაკუთრებულობანი“ და არის ფილოსოფიის დოქტორი ხელოვნებათმცოდნეობაში. ამჟამად აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავარ პედაგოგად მუშაობს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Əsgərzadə, Q.. (2017-09-26) Nəğmələrlə dolu ürək. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.
  2. Nüşabə Ələsgərli fəlsəfə üzrə elmlər doktoru oldu (30 აპრილი 2018). ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2020