ნუტოპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნუტოპიის დროშა

ნუტოპია (ინგლ. Nutopia) — კონცეპტუალური ქვეყანა, ზოგჯერ მოხსენიებული როგორც მიკრონაცია (ინგლ. micronation), დაარსებულია ჯონ ლენონისა და იოკო ონოს მიერ. ქვეყნის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი იყო ლენონის მიერ სატირული საშუალებით იმდროინდელი მიგრაციული პრობლემებისადმი დამოკიდებულება. მასში არ არსებობს ხელმძღვანელობა და არც ერთი მოქალაქე არაა რეგისტრირებული. შედეგად, მოსახლეობაც უცნობია.

სიტყვა „ნუტოპია“ წარმოდგება ინგლისური სიტყვებიდან „New“ (ახალი) და „Utopia“ (უტოპია), რომელიც ცდილობს დაგვანახოს ახალი უტოპიური საზოგადოება. ლენონის ალბომის Mind Games სიმღერებს შორის არის Nutopian International Anthem (ნუტოპიის ინტერნაციონალური ჰიმნი), რომლის ხანგრძლივობაცაა სრული სიჩუმის მხოლოდ 3 წამი, ხოლო ნუტოპიური ჰერალდიკის უმთავრესი ატრიბუტი, სახელმწიფო დროშა, არის მხოლოდ ერთფეროვანი და ისიც - თეთრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]