ნუსხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუსხა (სამართლეებრივი ისტორია), ქონების, ხარჯის, ვალის, ბეგარა-გამოსაღების სია, აღწერილობა თუ რეესტრი, დავთრის ამონაწერი ძვ. საქართველოში (ბეგრის ნუსხა, მზითვის ნუსხა და სხვა). სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო საბუთის, წერილობითი მტკიცებულების მნიშვნელობით „ნუსხა“. უფრო ხშირად გვხვდება XVI საუკუნის და შემდგომი დროის საკანონმდებლო და სასამართლო მასალებში. როგორც მტკიცებულება, ნუსხა ხელმოწერილი და დაბეჭდილ-დამოწმებული უნდა ყოფილიყო ანდა მისი ნამდვილობა ფიცით დადასტურებულიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 7, გვ. 488, თბ., 1984