ნუსრეთ გიოქჩე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუსრეთ გიოქჩე
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1983 (1983-08-09) (40 წლის)
ერზურუმი, თურქეთი
ეროვნება თურქი
საქმიანობა ყასაბი, შეფი, რესტორატორი
ცნობილია როგორც ინტერნეტ-მემი
მშობლები მამა: ფაიკ გიოქჩე
დედა: ფატმა გიოქჩე
საიტი nusr-et.com.tr

ნუსრეთ გიოქჩე (თურქ. Nusret Gökçe; დ. 9 აგვისტო, 1983) — თურქი პროფესიონალი შეფმზარეული, რომელიც ფლობს რესტორნების ქსელს „Nusr-Et“. მას ასევე მოიხსენიებენ თავისი ცნობილი ზედმეტსახელი „Salt Bae“. იგი ცნობილი გახდა ხორცის მომზადების ტექნიკით და შემდეგ მისი ორიგინალური პრეზენტაციით, რომელიც მთელ ინტერნეტში ვირუსულად არის გავრცელებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუსრეთ გიოქჩე დაიბადა ქალაქ ერზრუმში, თურქეთში. ის არის ქურთული წარმოშობის ოჯახიდან. იმის გამო, რომ ის ძალიან გაჭირვებულ ოჯახში ცხოვრობდა, მას მოუწია 6 კლასში სკოლის დატოვება და მუშაობა. მან სტამბოლში ყასაბის შეგირდად დაიწყო მუშაობა. გიოქჩე ასევე ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. მან ააშენა სკოლა თავის მშობლიურ ქალაქ ერზრუმში.

გიოქჩე ცნობილი გახდა ვირუსული ინტერნეტ ვიდეოებისა და მიმების სერიიდან, ვიდეოებში ჩანს, რომ ის „მშვენივრად“ ჭრის ხორცს და აყრის მარილს.

მას პოპულარობა მოუტანა ვიდეომ „Ottoman Steak“, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წლის 7 იანვარს. ვიდეომ ინსტაგრამზე 10 მილიონი ნახვა დააგროვა. მას მეტსახელად „Salt Bae“ შეარქვეს ხორცზე მარილის მოყრის მეთოდის გამო. ამ ვიდეოს შემდეგ მისი პოპულარობა გაიზარდა, რის შემდეგაც ის ემსახურებოდა ბევრ ცნობილ ადამაინსა და პოლიტიკოსს.

გიოქჩე ეწვია რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის არგენტინასა და შეერთებულ შტატებს 2007–2010 წლებში. იქ ის ადგილობრივ რესტორნებში უფასოდ მუშაობდა, რათა მზარეულობის გამოცდილება მიეღო, თურქეთში დაბრუნების შემდეგ გიოქჩემ გახსნა თავისი პირველი რესტორანი სტამბოლში 2010 წელს. 2014 წელს მან დუბაიში რესტორანი გახსნა.

2017 წლის დეკემბერს მან მიიღო კრიტიკა ფიდელ კასტროს გამოსახულების წინ გადაღებული ფოტოს გამო, რომელიც გადაღებულია 2016 წელს. 2018 წლის სექტემბერში გიოქჩემ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ასევე მიიღეს კრიტიკა მათი ქმედებების გამო გიოქჩეს სტამბოლის რესტორანში. მიზეზი იყო ამ უკანასკნელის აღქმული უგრძნობლობა ვენესუელაში კრიზისის მიმართ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]