ნურ ფეთაჰოღლუ
ნურ ფეთაჰოღლუ | |
---|---|
დაბადების სახელი | ასიე ნურ ფეთაჰოღლუ ვეზიროღლუ |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1980 დუისბურგი, გერმანია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2007 — დღემდე |
სიმაღლე | 169 სმ |
მშობლები |
მამა: სინან ფეთაჰოღლუ დედა: ფატმა ფეთაჰოღლუ |
საიტი | nurfettahoglu.com |
ასიე ნურ ფეთაჰოღლუ ვეზიროღლუ (თურქ. Asiye Nur Fettahoğlu Veziroğlu; დ. 12 ნოემბერი 1980) — წარმოშობით გერმანელი თურქი მსახიობი[1]. დროებითი ქორწინების დროს ცნობილი იყო, როგორც "ნურ აისანი", მაგრამ განქორწინების შემდეგ დაიბრუნა თავისი დაბადების სახელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნურ ფეთაჰოღლუ დაიბადა 1980 წლის 12 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დუისბურგში. ნური ფატმა და სინან ფეთაჰოღლუების მეოთხე შვილია.
დაამთავრა სტამბოლის ბეშითქაშის ლიცეუმი. სწავლობდა ჰალიჩის უნივერსიტეტში ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნური მუშაობდა ბანკში და "ბირჟის ახალი ამბების" ტელეწამყვანად Sky Türk-ზე[2].
შეძენილი პოპულარობის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ცნობილ სერიალში "აკრძალული სიყვარული", სადაც ფეიქერის როლს ასრულებდა. მოგვიანებით გადაიღეს ფილმში "ხეობის მგლები:პალესტინა". 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სერიალ დიდებულ საუკუნეში მაჰიდევრან სულთნის როლს ასრულებდა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი |
---|---|---|---|
2007 | გოინიულ სალინჯაღი | Gönül Salıncağı | აილინ არისოი |
2007 | როგორი მამა ვარ მე | Benden Baba Olmaz | თიულაი ჯენქი |
2008 | აკრძალული სიყვარული | Aşk-ı Memnu | ფეიქერ იორეოღლუ |
2011 | მგლების ხეობა:პალესტინა | Kurtlar Vadisi: Filistin | სიმონა |
2011-2014 | დიდებული საუკუნე | Muhteşem Yüzyıl | მაჰიდევრან სულთანი |
2011 | მოლარე | Gişe Memuru | კადინი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nur Fettahoğlu's official website დაარქივებული 2014-05-17 საიტზე Wayback Machine.
- ნურ ფეთაჰოღლუ კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ BOŞANMA DÖNEMİNDE İNCİNDİM
- ↑ Biography of Fettahoğlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2014-09-27.