ნურხონ იულდაშხოჯაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნურხონ იულდაშხოჯაევა
დაბადების თარიღი 1913
მარგილანი, (დღევანდელი უზბეკეთი)
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 1929 (16 წლის)
მარგილანი, უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
საქმიანობა მოცეკვავე, მსახიობი

ნურხონ იულდაშხოჯაევა ( უზბეკ. Nurxon Yoʻldoshxoʻjayeva , რომელიც ხშირად ითარგმნება როგორც ნურხონ იულდაშევა ) (დ. 1913 - გ. 1 ივლისი, 1923 ) — ერთ-ერთი პირველი უზბეკი ქალი, რომელიც ცეკვავდა სცენაზე ფარანჯის ტრადიციული მუსლიმური სამოსის გარეშე. იგი დაიბადა 1913 წელს მარგილანში, ქალაქ ფერღანის ოლქში და მოკლეს ღირსების დაცვის მიზნით მკვლელობის დროს 1929 წელს. [1]

ღირსების მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნურხონი დაიბადა 1913 წელს, ფერღანის ოლქში. იგი პატარა ასაკში გაიქცა სახლიდან, რადგან სურდა, შეერთებოდა რუსულ ცეკვის ჯგუფს. [2] მის კოლეგებში შედიოდნენ სსრკ მომავალი სახალხო არტისტი თამარა ხანუმი და უზბეკეთის მომავალი სახალხო არტისტი გავხარ რახიმოვა. ჯგუფში შესვლიდან მალევე, 1928 წლის 8 მარტს ის და სხვა მოცეკვავეები ერთად გამოვიდნენ სცენაზე და საჯაროდ მოიხსნეს ქალის სახის საფარველი. როდესაც საცეკვაო ჯგუფი თავის მშობლიურ ქალაქ მარგილანს სტუმრობდა, მან გადაწყვიტა ოჯახის მონახულება. დეიდამ სახლში მიიყვანა და უთხრა, რომ ძმა ეძებდა. შემდეგ ძმამ დანით მოკლა იგი და მაშინვე აღიარა დანაშაული მას შემდეგ, რაც პოლიცია ადგილზე მივიდა. [3] მან აღიარა, რომ მკვლელობა განზრახ იყო დაგეგმილი, მათი მამის, მინ-ბოშის და მოლა ქამალ გიასოვის დაჟინებული მოთხოვნით, რომელმაც აიძულა იგი დაეფიცა ყურანზე, რომ მოკლავდა ნურხონს. [4] მისი გარდაცვალების მეორე დღეს მოედანზე მასობრივი პანაშვიდი გაიმართა. ათასობით ადამიანი დაესწრო მემორიალს, ქალებმა კი მისი კუბოს წინ სახის საბურავები მოიხსნეს. [3] [5] მისი მამა და ძმა საბოლოოდ გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს მკვლელობაში მონაწილეობისთვის, ხოლო მინგ-ბოში და მოლა გადაასახლეს. [4]

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი გარდაცვალების შემდეგ მას პატივი მიაგეს სსრკ- ს ხელისუფლებამ, როგორც მამაც პიროვნებას, საბჭოთა მისაბაძ მაგალითის და მოწამეს. მას ადარებდნენ ტურსუნოი საიდაზიმოვას . ნურხონის [6] ქანდაკება ააგეს და განათავსეს მარგილანში კულტურის სახლის წინ. ქანდაკება დაამზადა მოქანდაკე ვალენტინ კლებანსოვმა 1967 წელს, მაგრამ ნურხონის ქანდაკება ჩამოაგდეს 1993 წელს, 1991 წელს უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაშლისთანავე; [7] [8] ახალგაზრდა ქალის ძეგლი, რომელიც წარმოადგენს ბრძოლას ქალური ემანსიპაციისთვის, პოსტსაბჭოთა უზბეკეთში ამორალურად ითვლებოდა. [9] ქალაქ ფერღანაში არის კინოთეატრი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს, კინოთეატრის სახელია „ნურხონი“. [10]

ნურხონი გახდა კამილ იაშინის საბჭოთა მუსიკალური პიესის გმირი. კამილ იაშენმა დაწერა პოპულარული მიუზიკლი ნურხონის ცხოვრების შესახებ, რომელშიც იგი ასახავდა როგორც წამებულს. პიესა პოპულარული იყო XX საუკუნის შუა ხანებში. 1968 წელს გაიხსნა კლებანსოვის გოგონას ძეგლი. ძეგლი დაიშალა 1991 წელს სსრკ-ს დაშლისა და დამოუკიდებელი უზბეკეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან მალევე, ვინაიდან ხუჯუმის ეპოქის ფემინისტისადმი მიძღვნილი ქანდაკება პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის მიუღებლად ითვლებოდა. [11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. National Encyclopedia of Uzbekistan (OʻzME). Birinchi jild. Tashkent, 2000 link
  2. (1999-04-30) World Encyclopedia of Contemporary Theatre. 
  3. 3.0 3.1 Женщина и свобода в выборе одежды ru (16 January 2017). ციტირების თარიღი: 2019-01-29
  4. 4.0 4.1 (2011-10-01) The New Woman in Uzbekistan: Islam, Modernity, and Unveiling under Communism (en). 
  5. Тамара Ханум. Моя жизнь. Воспоминания о себе и выдающихся деятелях искусств Узбекистана. 
  6. Picture of the statue - Boy Looks up at Statue of Nurkhon
  7. Colin Thubron, The Lost Heart of Asia. Heinemann, 1994
  8. The Moscow Times, Volume 2, Issues 46-57. 
  9. Ouzbékistan: Samarcande, Boukhara, Khiva. 
  10. "Days of the Uzbek National Cinema Arts" held in Margilan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-30. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  11. Great Soviet Encyclopedia {ru}. Bse.sci-lib.com (2007-07-08). ციტირების თარიღი: 2010-09-12