ნურიტ პელედ-ელჰანანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნურიტ პელედ-ელჰანანი
მშობლიური სახელი ებრ. נורית פלד-אלחנן
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1949
იერუსალიმი, ისრაელი
ეროვნება ებრაელი
საქმიანობა ფილოლოგი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი
ნათესავები მიკო პელედი (ძმა)
ჯილდოები სახაროვის პრემია

ნურიტ პელედ-ელჰანანი (ებრ. נורית פלד-אלחנן; დ. 17 მაისი, 1949, იერუსალიმი, ისრაელი) — ებრაელი ფილოლოგი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ენისა და განათლების პროფესორი, მთარგმნელი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი. იგი არის 2001 წლის ევროპის პარლამენტის ჯილდოს სახაროვის პრემიის თანა-მფლობელი[1]. გამოდის პალესტინელებთან მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპით, ისრაელ-პალესტინური ორგანიზაციის „ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები, მშვიდობისათვის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი აკრიტიკებდა ჯორჯ უოკერ ბუშს, ტონი ბლერს, და არიელ შარონს მათი ანტიისლამური მოღვაწეობისათვის[2][3]. 13 წლის შვილის დაღუპვის შემდეგ პელედ-ელჰანანი გახდა ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროსა და ღაზის სექტორის ოკუპაციის ცნობილი კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნურიტ პელედ-ელჰანანი დაიბადა 1949 წლის 17 მაისს იერუსალიმში. მამამისი მატიტიიაგუ პელედი ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალი, მეცნიერი, არაბისტი, მემარცხენე პოლიტიკოსი, მეტერთმეტე მოწვევის ქნესეთის დეპუტატი, რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციის გუშ-შალომის დამაარსებელი, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობდა მისი ქალიშვილი[4][5][6].

ნურიტ პელედის ქალიშვილი, სმადარი, დაიღუპა პალესტინელი ტერორისტი მკვლელის აფეთქების შედეგად ბენ-იეჰუდის ქუჩაზე იერუსალიმში 1997 წლის 4 სექტემბერს. თავისი შვილის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისას ელჰანანმა აღნიშნა:

„... ჩემი შვილი სმადარი დაიღუპა იმის გამო, რომ იგი ებრაელი იყო, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი, სასოწარკვეთილი იმ შეურაცხყოფის გამო მივიდა თვითმკვლელობამდე და მკვლელობამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის პალესტინელი იყო...[7].

არ არსებობს არანაირი მორალური განსხვავება საგუშაგოს იმ ჯარისკაცს, რომელიც საგუშაგოზე დგას და მშობიარე ქალს არ აძლევს გასვლის უფლებას, რის შედეგადაც მან დაკარგა შვილი და ჩემი შვილის მკვლელს შორის. რამდენადაც ჩემი შვილი იყო ოკუპაციის მსხვერპლი, ასევე მსხვერპლი იყო ისიც“[8].

შვილის დაკრძალვაზე ნურიტმა და მისმა ძმამ იოაბმა მოიწვიეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც გოგონას მკვლელობაში დაადანაშაულა ისრაელის მთავრობა[6].

ნურიტ პელდენ-ელჰანანი მუშაობს იერუსალიმის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე[9]. იგი 2001 წელს გახდა სახაროვის პრემიის ლაურეატი, მასთნ ერთად პრემია მიიღო ბირ-ზაიტის უნივერსიტეტის პროფესორმა ისათ ღაზავიმ, რომელმაც ასევე დაკარგა 15 წლის შვილი, რომელიც ნურიტის თანახმად დახვრიტეს სკოლის ეზოში, როცა ცდილობდა დაჭრილი მეგობრის დახმარებას[7].

2007 წლის იანვარში, სოფელ ანტის ახლოს მიმდინარე არეულობების დროს მოკლეს[10] ათი წლის აბირ არამინი, პალესტინელი აქტივისტის, ჯგუფ „ბრძოლა მშვიდობისათვის“ წევრის, ბასამ არამინის გოგონა[10][11]. ნურიტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ჯოჯოხეთი“, რომელშიც მოხვდა გარდაცვლილი გოგონას დედა, კიდევ უფრო საშინელი იყო, ვიდრე თავად ელჰანანის ტრაგედია. მას თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა, მაშინ როდესაც ებრაელი ჯარისკაცი, აბირ არმინის მკვლელი, შესაძლებელია მეგობრებთან ერთად დროის გატარებით და ღამის დისკოთეკებით არის დაკავებული. ელჰანანი აღნიშნავდა, რომ ეს ჯარისკაცი არ ისჯება და რომ ისრაელის ჯარისკაცები არასოდეს ისჯებიან არაბების მკვლელობის გამო[12].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Projects - Nagel institute. Nagel Institute for the Study of World Christianity at Calvin College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 2 January 2015.
  2. Academic claims Israeli school textbooks contain bias
  3. 20 years of the Sakharov Prize: Human rights and reconciliation.
  4. ქნესეთი : Матитиягу Пелед (1923—1995)
  5. Obituary: General Matti Peled, JOSEPH FINKLESTONE, 16 March 1995 independent.co.uk
  6. 6.0 6.1 The Psychopathological Acting Out of Israeli Educators and 'Celebrity Jew and Israel Bashers' - The case of Nurit Peled-Elhanan, By Dr. Gary Katz, (Ph.D., The Wright nstitute,Berkeley, California, January 06, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: ნოემბერი 5, 2019.
  7. 7.0 7.1 Nurit Peled-Elhanan: The Bereaved Parents for Peace დაარქივებული 2008-07-05 საიტზე Wayback Machine. , refusingtokill.net, January 03, 2003
  8. FREEDOM NEXT TIME დაარქივებული 2010-11-26 საიტზე Wayback Machine. - AN EXTRACT FROM JOHN PILGER’S NEW BOOK
  9. Islamophobia and anti-Semitism Hillel Schenker,Abu Zayyad Ziad,Ziad Abu Zayyad стр. 125
  10. 10.0 10.1 Ynetnews(ინგლისური)
  11. http://www.ynetnews.com/articles/0,7340,L-3937640,00.html
  12. Let our children live, Nurit Peled-Elhanan writing from Israel, Live from Palestine, 22 January 2007