ნუნე თუმანიანი
ნუნე თუმანიანი | |
---|---|
Նունե Թումանյան | |
დაიბადა | 23 ოქტომბერი, 1963 |
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
საიტი | { |
ნუნე თუმანიანი (სომხ. Նունե Թումանյան; დ. 23 ოქტომბერი, 1963, ერევანი, სომხეთი) — სომეხი მხატვარი და მოქანდაკე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნუნე თუმანიანი დაიბადა 1963 წლის 23 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთი. დაამთავრა ხელოვნების სკოლა, ხოლო მოგვიანებით — სამხატვრო კოლეჯი. 1984-1985 წლებში, იგი სამხატვრო აკადემიაში, ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი), სკულპტურის განყოფილებაში სწავლობდა. თუმანიანმა მაგისტრის ხარისხი ერევნის სამხატვრო-თეატრალურ ინსტიტუტში (დღევანდელი სახვითი ხელოვნების აკადემია) მიიღო.
1995-2009 წლებში, ნუნე თუმანიანი ერევნის სახვითი ხელოვნების აკადემიაში პროფესორი იყო, 1996 წლიდან, იგი სომხეთის მხატვართა კავშირის წევრია, ხოლო 2014 წლიდან — მხატვართა კავშირის სკულპტურის განყოფილების ხელმძღვანელი. თუმანიანი რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო გამოფენისა თუ კონკურსის მონაწილეა. 1998 წელს, მან რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მიიღო, ხოლო 2014 წელს — იგი შარჯაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ გამოფენაზე, მთავარი პრიზით დაჯილდოვდა[1].
ნუნე თუმანიანის ნამუშევრები წარმოდგენილია კერძო და საჯარო კოლექციებში, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის — სომხეთის ეროვნულ გალერეაში. მისი ნამუშევრები, უმეტესად ბრინჯაოსგან არის დამზადებული და ამავდროულად, მინის, ხის, ქვის და სხვა მასალათა კომბინაციით. თუმანიანის ნამუშევრები გამოხატავს ადამიანის უსაზღვრო, მრავალფეროვან სულიერ სამყაროს.
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თუმანიანის ნამუშევრები გამოფენილია სომხეთის და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნების სამხატვრო გალერეებში: სომხეთის სამხატვრო გალერეა, ჩარენცის მუზეუმი, სომხეთის მხატვართა კავშირი[2], ბოიაჯიანის გალერეა, სანქტ-პეტერბურგი, იტალია, შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ნუნე თუმანიანის სოლო გამოფენა სომხეთის მხატვართა კავშირში, 2013.
-
ნუნე თუმანიანის სოლო გამოფენა სომხეთის მხატვართა კავშირში, 2013.
-
„ოჯახი“
-
„ოცნებები“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official page დაარქივებული 2019-08-09 საიტზე Wayback Machine.