ნუნე ესაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუნე ესაიანი

დაიბადა5 აგვისტო, 1969 (1969-08-05) (54 წლის)
ერევანი, სომხეთი, სსრკ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა პოპ მომღერალი

ნუნე ესაიანი (სომხ. Նունե Եսայան, დ. 5 აგვისტო,1969) საყოველთაოდ ცნობილია როგორც ნუნესომეხი მომღერალი. მუსიკალური კარიერა დაიწყო სომხური ჯაზის ჯგუფთან ერთად, 1990-იანი წლების დასაწყისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოჩენილი სომეხი მუსიკოსი ნუნე ესაიანი დაიბადა 1969 წლის 5 აგვისტოს, ერევანში, სომხეთში. კოლეჯში მუსიკის შესწავლამდე, თავისი ვოკალური მონაცემებით და მუსიკალური ნიჭის წყალობით, ჯერ კიდევ დამამთავრებელ კლასებში გაითქვა სახელი. საშუალო სკოლა დაამთავრა 1986 წელს და ჩაირიცხა სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ინჟინერიის ფაკულტეტზე.

კოლეჯში სწავლის პირველი წლის განმავლობაში ინჟინერიის წარმატებული სტუდენტი იყო, მაღალ ქულებს იღებდა როგორც მათემატიკაში, ასევე ფიზიკაში. თავისუფალ დროს სომხურ ხალხურ მუსიკას სამოყვარულო ჯგუფთან ერთად ასრულებდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო ნუნეს ძველი მეგობარი და თანამშრომელი არტურ ჰაგოპიანი. მოგვიანებით, ჯგუფმა რამდენიმე ადგილას გამართა კონცერტი.

1987 წელს მან წარმატებით დაასრულა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი. თუმცა, ნუნემ გადაწყვიტა, რომ სწავლის სფერო შეეცვალა და ძირითადად თავის გატაცებაზე, მუსიკაზე ფოკუსირებულიყო. მან განაცხადი შეავსო და ჩაირიცხა ერევნის ჯაზის და პოპის კოლეჯში, სადაც სწავლა დაიწყო 1988 წელს, შემოდგომაზე.

ერევნის ჯაზის და პოპის კოლეჯში ნუნეს ვოკალური მასწავლებლები იყვნენ ცნობილი სომეხი ჯაზის შემსრულებელი დათევ ჰოვანისიანი, და ერევანის ყველაზე ნაყოფიერი პოპ მუსიკის პროდიუსერი, არტურ გრიგორიანი. კოლეჯში ინტენსიური რეპეტიციებისა და სასწავლო გრაფიკის გარდა, ნუნე რეგულარულად მღეროდა გრიგორიანის ერევნის ჯაზ კლუბში, "Azad Jamantz" -ში.

1990 წელს ნუნემ დაამთავრა ჯაზისა და პოპ მუსიკის კოლეჯი, გამოცდის წარმატების ჩაბარების შემდეგ, იგი მიიღეს სომხეთის ეროვნული ჯაზის ორკესტრში. ცნობილი კომპოზიტორის და დირიჟორის კონსტანტინე ორბელიანის ხელმძღვანელობით, ნუნემ ორკესტრთან ერთად გამოდიოდა როგორც სომხეთში, ისევე მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. მღეროდა სომხურ ხალხურ სიმღერებსა და ჯაზის სტანდარტებს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუნე ტელევიზიაში პირველად გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემის, პოპ კერპის მსგავს პროგრამაში, სადაც იყო სოლო მომღერალი. ნუნემ ჟიურის წევრებისგან მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა, მან პროგრამის მთელი სეზონის განმავლობაში შეინარჩუნა საუკეთესო ქალი ვოკალისტის ტიტული და მალევე, დიდი პოპულარობა მოიპოვა სომხეთის საზოგადოებაში.

მან წარმატებებს მიაღწია 1990 და 1991 წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო კიდევ ორ ეროვნულ სატელევიზიო კონკურსის შოუში. ნუნე 1991 წელს, დასახელდა „საუკეთესო ქალ ვოკალისტად“, ასოპის (კომეტის) დაჯილდოების ჩვენებაზე. მოიპოვა სხვა ჯილდოებიც, მათ შორისაა ლოს-ანჯელესის სომხური მუსიკის ჯილდოები, რომელიც ნუნეს მიენიჭა საუკეთესო ალბომის, მუსიკალური ვიდეოს, კონცერტისა და საუკეთესო ქალი ვოკალისტის კატეგორიებში.

ნუნემ ჩაწერა თავისი პირველი ალბომი, ტრადიციული სომხური სიმღერებით, 1991 წელს. მისი პროდიუსერი იყო გარბის ტიტიზიანი. არტურ ჰაგოპიანმა, რომელიც იყო ნუნეს პირველი სამოყვარულო ჯგუფის წევრი, შექმნა ალბომი თანამედროვე ინსტრუმენტებისა და თანამედროვე არანჟირების გამოყენებით. მისი მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაიღეს ნუნეს ხალხური სიმღერის, Kele Lao-თვის გახდა სომხეთის ჰიტი..

1991 და 1992 წლებში ნუნე მისმა ყოფილმა მასწავლებელმა, არტურ გრიგორიანმა, მის მიერ წარმოებულ გადაცემებში მიიწვია. გრიგორიანის ჯგუფთან ერთად მისი გამოჩენა ყოველთვის წარმატებული იყო, ხოლო ჯგუფის კონცერტების ბილეთები ყოველთვის იყიდებოდა.

საზოგადოებრივი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს მან ხელი მოაწერა პეტიციას ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დასაცავად, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. [1] [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]