ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′22″ ჩ. გ. 43°51′22″ ა. გ. / 42.2061111° ჩ. გ. 43.8561111° ა. გ. / 42.2061111; 43.8561111
ცენტრის სიმაღლე 840
ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი)
ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი)
ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი) — თიღვის მუნიციპალიტეტი
ნული (თიღვის მუნიციპალიტეტი)

ნული — ნასოფლარი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (ნული, არკნეთი).[1]მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ყორნისიდან 18 კილომეტრი, ცხინვალიდან 12 კმ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[3] საბჭოთა პერიოდში 1991 წლამდე ნული შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნული სოფელ ავნევთან ერთად ოსი სეპარატისტებისა და რუსული არმიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. დაბომბვის შედეგად სოფელი მთლიანად განადგურდა. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1804 წლისთვის ნულში ცხოვრობდა 18 კომლი გლეხი. ისინი ბაგრატიონ დავითიშვილებს ეკუთვნოდნენ.[4]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 426
2002 507
2015 [5] 0

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნულის სამაროვანი.[2] შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[6] გრძელ ბორცვზე დგას დავითიშვილების კუთვნილი ციხე-დარბაზი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]