ნუკულაელაე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუკულაელაე
მშობ. სახელი: ინგლ. Nukulaelae
გეოგრაფია
09°22′52″ ს. გ. 179°51′08″ ა. გ. / 9.38111° ს. გ. 179.85222° ა. გ. / -9.38111; 179.85222
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 19
მთავარი კუნძული ფანგაუა
ფართობი 1,82 კმ²
საბჭო ნუკულაელაეს კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 393 (2002)
სიმჭიდროვე 215,934 ად. /კმ²

ნუკულაელაე (ინგლ. Nukulaelae) — ტუვალუს კუნძულების ატოლი წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

მდებარეობს ტუვალუს კუნძულების სამხრეთ ნაწილში. შედგება 19 მომცრო კუნძულისაგან (ანუ მოტუსაგან)[1]:

  • კალილაია
  • კავუტუ
  • მოტალა
  • მოტუალამა
  • მოტუკატული
  • მოტუკატული-ფოლიკი
  • მულიტეატუა
  • ნიუოკო
  • ტაპუაელანი
  • ტეაფატულე
  • ტეაფუაფატუ
  • ტემოტულოტო
  • ტემოტუტაფა
  • ტუილოტო

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ლეგენდების თანახმად ნუკულაელაეს ატოლზე დასახლდნენ კუნძულ ვაიტუპუს მაცხოვრებლები. 1821 წელს ატოლი აღმოაჩინა ამერიკელმა ჯორჯ ბარეტმა (ინგლ. George Barrett), რომელმაც მას დაარქვა მიტჩელის (ინგლ. Mitchell Island) კუნძული, გემის მფლობელ აარონ მიტჩელის (ინგლ. Aaron Mitchell) პატივსაცემად. 1863 წელს ნუკულაელაეს მთელი მოსახლეობის ორი მესამედი დაატყვევეს პერუელმა მონათა ვაჭრებმა, რომლებმაც გადაიყვანეს შეპყრობილი მაცხოვრებლები პერუში ჩინჩას კუნძულებზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით ნუკულაელაეს ატოლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 393 ადამიანს.[2] მთავარი დასახლებული პუნქტია — სოფელი ფანგაუა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nukulaelae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  2. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.