ნუკრი კაკილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნუგზარ კაკილაშვილი
Nugzar Kakilashvili (born 28 May 1960) FC Dinamo Tbilisi Midfielder (1977−1987). 1979.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნუგზარ კაკილაშვილი
დაბადების
თარიღი
28 მაისი, 1960 (1960-05-28) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
სიმაღლე 177 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1977–1987 დინამო თბილისი 198 (21)
1988 გურია ლანჩხუთი 20 (0)
1989 დინამო ბათუმი 24 (3)
1990 შევარდენი 12 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი (დ. 28 მაისი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „შევარდენის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.[1][2][3]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნუკრი კაკილაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაშს 1973 წელს, თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა სპორტსკოლაში, მწვრთნელ გ. მამალაძის ხელმძღვანელობით იწყებს. თბილისის „დინამოშია“ 1977 წლიდან. 1978 წელს „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში ქვეყნის პირველობის 18 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და ორი გოლი გააქვს. მომდევნო სეზონში, ასევე, 18 მატჩს თამაშობს და ამჯერად, ათჯერ იღებს მეტოქეთა კარს. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1979 წლის 16 ივლისს საკავშირო ჩემპიონატის მე-18 ტურის კალენდარულ მატჩში ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას „დინამოს“ სტადიონი მასპინძლობს და მას 45 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. ნუკრი კაკილაშვილი მატჩის მეორე ტაიმის 76-ე წუთზე ვახტანგ ქორიძის ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება ალექსანდრე ჩივაძისა და ვიტალი დარასელიას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით (2–0) სრულდება. მიმდინარე სეზონის დარჩენილი 16 მატჩიდან კაკილაშვილი კიდევ 11 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში თორმეტჯერ იცავს „დინამოელთა“ ღირსებას.[5][6]

ნუკრი კაკილაშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 198 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.[7] ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 11 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 10 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო ერთი — უეფა-ს თასის გათამაშებაში.[8]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1979

საერთაშორისო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფილი • სტატისტიკა • ბიოგრაფიული მონაცემები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ნუკრი კაკილაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2018.
  2. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2018.
  3. ნუგზარ კაკილაშვილი — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Какилашвили, Нугзар Шалвович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (17 მაისი, 2011). თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ — სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  5. „დინამო“ თბილისი 2–0 „ზენიტი“ ლენინგრადი — 16 ივლისი, 1979. მაქსიმ არხიპოვი. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.
  6. ალექსანდრე ოგანეზოვი (2 თებერვალი, 2016). „დინამო“ თბილისი 2–0 „ზენიტი“ ლენინგრადი — 16 ივლისი, 1979. "Динамо" (Тбилиси) – "Зенит" (Ленинград) – 2:0 (1:0). Голы: 1:0 – Чивадзе, 43; 2:0 – Дараселия, 75. 16 июля. Тбилиси. Стадион: "Динамо" им. В.И.Ленина. Зрителей: 45000. Источник: Личный архив Полякова. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.
  7. ნუკრი კაკილაშვილის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა — Футболисты · Персонал · Судьи · Клубы · Сборные · Населенные пункты · Школы · Стадионы · Турниры · Еврокубки · Матчи · Агентства · Библиография. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  8. Евгений Пугло (24 სექტემბერი, 2009). ნუკრი კაკილაშვილის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა — Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.