ნუგზარ ტუღუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუგზარ ტუღუში (დ. 4 აგვისტო, 1966, ფოთი) — ქართველი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი.

1985-1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1989-1992 წლებში მუშაობდა ქალაქი თბილისის საპროექტო კოოპერატივ „კერაში“. 1993 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქი ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურში ინჟინრად. 1999-2001 წლებში იყო ქალაქი ფოთის მერიის ურბანიზაციისა და არქიტექტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2002-2005 წლებში იყო ქალაქი ფოთის მერიის არქიტექტურისა და დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ქალაქის მთავარი არქიტექტორი. 2005-2008 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში, საპროექტო კომპანია შპს „არქტაიმის“ ხელმძღვანელად. 2008-2014 წლებში კვლავ საჯარო სამსახურშია და მუშაობს ჯერ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2012 წლიდან სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მის მიერ დაპროექტებული და განხორციელებული ობიექტებია: ქალაქი ფოთის საიალქნო კლუბის რეკონსტრუქცია, ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენა-რეკონსტრუქცია, შპს „სილკვეის“ მრავალფუნქციური ობიექტი, მრავალფუნქციური ობიექტი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე — ბანკი „კონსტანტა“, „ბანკი რესპუბლიკას“ ბიზნესცენტრი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სპორტის სასახლე მალთაყვაში, მალთაყვის უბნის ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობა, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს კეთილმოწყობა, ფარნავაზ მეფის ქუჩა N1-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია, ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 530

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]