ნუგზარ კვირტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ კვირტია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნუგზარ კვირტია
დაბადების
თარიღი
16 სექტემბერი, 1984 (1984-09-16) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.75
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზარზისი
ნომერი -
ახალგაზრდული კარიერა
1999-2000 დინამო-2 თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2006 ზორკი კრასნოგორსკი 71 (23)
2007 რიაზანი 18 (1)
2008 ზელენოგრადი 30 (3)
2009 ზნამია 12 (1)
2009-2012 აზალი ბაქო 85 (6)
2012-2013 თურანი თოვუზი 8 (0)
2014 გურია ლანჩხუთი 12 (0)
2014- ზარზისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნუგზარ კვირტია (დ. 16 სექტემბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ტუნისის საფეხბურთო კლუბ „ზარზისის“ ნახევარმცველი.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვირტია თბილისში დაიბადა, თუმცა მალევე რუსეთში გადავიდა, სადაც მოსკოვის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. 14 წლის ასაკში საქართველოში დაბრუნდა 1999-2000 წლებში თბილისის დინამოს დუბლებში გამოდიოდა. 2001 წელს მოსკოვში დაბრუნდა და „ხიმკიში“ ჩაირიცხა, შემდეგ იასპარეზა რამდენიმე რუსულ კლუბში. 2009 წლის ივლისიდან 2012 წლის აგვისტომდე აზერბაიჯანულ „აზალში“ ასპარეზობდა და 85 ჩატარებული მატჩით მეხუთე ადგილი დაიკავა იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც „აზალში“ ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. მთავარ მწვრთნელთან, ვაგიფ სადიგოვთან კონფლიქტის გამო კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.[2] ამის შემდეგ იგი კახაბერ ცხადაძემ თავისთან მიიწვია ბაქოს ინტერში, თუმცა კვირტიამ კარიერა თოვუზის „თურანში“ გააგრძელა. კლუბი 2013 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2014 წლის თებერვლიდან იგი ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელია. მისი „გურიაში“ გადასვლიდან პირველივე სეზონში (2013-14) მისმა გუნდმა მოახერხა უმაღლესი ლიგის პირველ ექვსეულში ადგილის დამკვირდება. 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა ტუნისის საფეხბურთო კლუბ „ზარზისში“.

სტატისტიკა აზერბაიჯანულ კლუბებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო პერფორმანსი ლიგა თასი ლიგის თასი კონტინენტალური ჯამში
სეზონი კლუბი ლიგა თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
აზერბაიჯანი ლიგა აზერბაიჯანის თასი ლიგის თასი ევროპა ჯამში
2009–10 აზალი ბაქო აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა 30 2 6 0 36 2
2010–11 27 2 4 1 31 3
2011–12 28 2 3 1 2 0 33 3
2012–13 თურანი თოვუზი 8 0 2 1 10 1
ჯამში აზერბაიჯანი 93 6 15 3 2 0 110 9
კარიერის ჯამში (აზერბაიჯანში) 93 6 15 3 2 0 110 9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]