შინაარსზე გადასვლა

ნუგზარ ერქომაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუგზარ ისიდორეს ძე ერქომაიშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1934, თბილისი, — გ. 22 აპრილი, 2019, იქვე) — ქართველი კინოოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985).

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (1979). 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ — მეორე ოპერატორად ფილმებზე: „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), „ლევან ხიდაშელი“ (1973), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974), „მწვერვალი“ (1976) და სხვ. ერქომაიშვილმა გადაიღო ფილმები: „კაშხალი მთაში“, „ნიკა მთაში“ (ორივე 1979), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (1980). დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: „ამაღლება“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „წერილები შვილებს“ (1981), „დღეს ღამე უთენებია“ (1983; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ბატონი ავანტიურისტები“ (1985, გ. ჭელიძესთან ერთად), „ორომტრიალი“ (1986), „მამა, შვილი და ნიავი“ (1988), „ხედვის ანბანი“ (1994), „ერთაწმინდა“ (1994) და სხვ.