შინაარსზე გადასვლა

ნუგზარ ალექსიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ ალექსიძე
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1935
დაბ. ადგილი სენაკი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა ბიოქიმიკოსი და ბიოლოგი[1]
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, შრომის ვეტერანის მედალი.
სამეცნიერო სფერო ბიოლოგი

ნუგზარ ალექსიძე (დ. 9 ივნისი, 1935, სენაკი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.[2]1973-2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე. 1979 მიენიჭა პროფესორის წოდება. 1999 წლიდან საქართფველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე. 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდურიმითითება და მონოგრაფიები. შეყვანილია მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა სიაში.[2]

  • 2002 — პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია
  • 1996 — ღირსების ორდენი
  • 1995 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1990 — შრომის ვეტერანის მედალი
  • 1976 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ნუგზარ ალექსიძე, „ზოგადი ბიოქომიის საფუძვლები“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005, გვ. 520
  • ნუგზარ ალექსიძე, „ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები“, თბილისი, 1999, გვ. 285
  • ნუგზარ ალექსიძე, „ეკოლოგიური კატასტროფებიი“, თბილისი, 1997, გვ. 56
  • ნუგზარ ალექსიძე, „ნეიროქიმიის საფუძვლები“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1992, გვ. 256
  • ნუგზარ ალექსიძე, „ეხსიერების ბიოქიმიური მექანიზმების შესახებ“ თბილისი, მეცნიერება, 1966, გვ. 79

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]