ნუას ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუას ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ბორჯომში. მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს კლდოვან მთაზე. ციხე-დარბაზი ქალაქ ბორჯომს ჩრდილო-დასავლეთიდან გადმოჰყურებს. თხემი დაახლოებით 80×50 მ., მოზღუდული გალავნით, რომლის ოთხივე კუთხეში გალავნის ბურჯებია.

სიმაგრე დამხრობილია ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომლის გვერდზე მრგვალი კოშკის ნანგრევია. ციხის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებია, ისეთი როგოროცაა: ქვევრები, ხაროები და სხვ. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ადგილებში ორ ნუას ასახელებს, ხოლო თავის რუკაზე ციხის ადგილას მთავრის საჯდომი რეზიდენცია აქვს აღნიშნული.

დ. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ციხე-დარბაზის სახელწოდება ნუა მომდინარეობს მამაკაცის სახელ ნუადან და ამის მაგალითად მოჰყავს ზოსიმე კუმურდოელი ნუას ძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014, გვ. 39-40
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973