ნოჯიკეთი
იერსახე
ნოჯიკეთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°04′57″ ჩ. გ. 44°53′30″ ა. გ. / 42.082667° ჩ. გ. 44.891917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1580 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კონგლომერატი |
ნოჯიკეთი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ქართლის ქედის სამხრეთ ნაწილის თხემზე, მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადის — წირდალისხევისა და ქუსნოს მარჯვენა შენაკადის — თეთრახევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1580 მ. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული ცარცული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. ნოჯიკეთის ქვედა და შუა კალთები შემოსილია მუხნარ-რცხილნარით (ზოგან წიფლნარით), ზედა კალთები და წვერი — მეორეული სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 483-484.