ნოქტილუკა
იერსახე
| ნოქტილუკა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Noctiluca scintillans | ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Noctiluca | ||||||||||
| ||||||||||
ნოქტილუკა (ლათ. Noctiluca) — უმარტივესთა გვარი შოლტოსნების კლასისა. აქვთ მრგვალი სხეული, რომლის დიამეტრი 2-3 მმ აღწევს. ციტოპლაზმაში ცხიმოვანი გროვებია, რომლებიც გაღიზიანებისას იჟანგება და ნათებას იწყებს (ბიოლუმინაცენცია). ნოქტილუკა ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზმია, რომელიც ზღვის ნათებას იწვევს. გვხვდება თბილ, იშვიათად ბორეალური წყლების ზედაპირულ ფენებში, ყოფილ სსრკ-ის შავ და შორეულ აღმოსვლეთის ზღვებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 483.