ნოსტეს წმინდა გიორგის მცირე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოსტეს წმინდა გიორგის მცირე ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ნასოფლარ მუხაურზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე - ორი ნიში. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმლები შიგნიდან შეისრულია, გარედან - სწორკუთხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]