ნოსტეს წმინდა გიორგის დიდი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოსტეს წმინდა გიორგის დიდი ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთით, ნასოფლარ ოძისზე. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (11,4 X 8,2 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვებით. ისრული თაღებით გადახურული შესასვლელები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ მონაკვეთშია. შუა ნავში, აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ (გარედან შვერილი ხუთგვერდა) აფსიდში ერთი განიერი სარკმელი და სამი მაღალი და განიერი ნიშია, რომლებიც გადახურულია სამკბილა „ტალღოვანი“ თაღით. საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა. შუა ნავს კიდევ ორი სარკმელი აქვს სამხრეთით. თითო სარკმელია გვერდის აღმოსავლეთ ბოლოებში. შუა ნავი გვერდის ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და მათგან გამოყოფილია სამ-სამი ისრული თაღით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]