გველდესის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნოსტეს ნათლისმცემლის ეკლესია)

ნოსტეს ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს სამხრეთით სამ კილომეტრზე, ნასოფლარ გველდესის ტერიტორიაზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და ღია ფერის ტუფის კვადრებით. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელთან სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხეველში, სამხრეთით ორი მეტრის სიმაღლეზე, მცირე ნიშია. აქ წითელი საღებავით გამოსახულია ჯვარი. საკურთხევლის წინ მდგარა ხის კანკელი, რომლისაგანაც მცირე ნიშია შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. გრძივი კედლების წყვილ პილასტრზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

აღმოსავლეთ ფასადზე წყობაში ჩატანებულია თეძმის მწვანე ტუფის ქვა, რომელზედაც ქვედა ნაწილში ამოკვეთილია ორნამენტით მორთული სამი ჯვარი. შუა ჯვარი გვერდითებზე დიდია. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ორ-ორი მოზრდილი ფილაქვისგან შედგენილი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]