ნოსირის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოსირის განძიკოლხური კულტურის აყვავების პერიოდის (ძვ. წ. VIII-VII სს.) არქეოლოგიური განძი. აღმოჩნდა 1929 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. განძი შეიცავს სპილენძის დისკოსებრ ზოდებს, შესანიშნავად გაპრიალებულ მუქი მოწითალო-ყავისფერი სარდიონის 196 ცალ სფერულ მძივს და ოქროს 14 ნივთს: სარტყლის ფირფიტოვან ფრაგმენტს, რომელზეც ლომის თავისა და წინა ფეხის რელიეფური გამოსახულებაა შერჩენილი, გავარსიან საყურესა და რომბულ საკიდს, ჭვირულ მძივებს, გველის თავით დაბოლოებული წნული სამაჯურისა და მავთულოვანი რგოლების ნატეხებს. ნოსირის განძში სპილენძის ზოდების აღმოჩენა აახლოვებს მას ბრინჯაოს ნივთების განძებთან, რომლებიც ჩვეულებრივია კოლცური კულტურისათვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ნოსირის განძის გავარსიანი ოქროს ნივთები, რომლებიც ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში სხვა მსგავსი განძების (ჭუბურისხინჯის, ფარცხანაყანების, ცხინვალის განძები) ოქროს ნივთებთან ერთად ადრინდელი კრინის ხანის ქართულ საოქრომჭედლო სკოლის ნაწარმია. ამ სკოლამ მოუმზადა ნიადაგი ადრინდელი ანტიკური ხანის ქართულ ოქრომჭედლების აღმავლობას, რომელმაც ზენიტს ძვ. წ. V-IV საუკუნეებში მიაღწია.

ნოსირის განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., მასალები ქართული ოქრომჭედლობის ისტორიისათვის (ჩვ. წ.-მდე I ათასწლეულის I ნახევარი), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1976, ტ. 32 B;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;