ნოსაკა სანძო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოსაკა სანძო (დ. 30 მარტი, 1892, ჰაგი — გ. 14 ნოემბერი, 1993) — იაპონიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. 1922-იდან იაპონიის კომპარტიის (იკპ) წევრი. 1930-იდან იკპ ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1935-იდან კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის (კიაკ) წევრი და კიაკის პრეზიდიუმის წევრი. 1955–1958 იკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1946–1970 იკპ ცკ-ის პრეზიდიუმის (1955-მდე პოლიტბიურო) წევრი. 1964–1970 იკპ ცკ-ის პრეზიდიუმის მუდმივი ბიუროს წევრი. 1958-იდან 1982-მდე იკპ ცკ-ის თავმჯდომარე. 1982-იდან არის იკპ ცკ-ის საპატიო თავმჯდომარე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]