ნორმან ლევი ბოუენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნორმან ლევი ბოუენი
NormanLBowen 1909.jpg
დაბ. თარიღი 21 ივნისი 1887(1887-06-21)[1]
დაბ. ადგილი კინგსტონი[2]
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი 1956(1956-09-11)[2] [1] (69 წლის)
გარდ. ადგილი ვაშინგტონი[2]
მოქალაქეობა კანადა
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დედოფლის უნივერსიტეტი
ჯილდოები როებლინგის მედალი[3] , პენროუზის მედალი[4] , უოლასტონის მედალი, ბიგსბის მედალი, ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ნორმან ლევი ბოუენი (ინგლ. Norman Levi Bowen; დ. 21 ივნისი 1887, კინგსტონი, კანადა — გ. 11 სექტემბერი 1956, ვაშინგტონი) — კანადელი გეოლოგი. ძირითადად მოღვაწეობდა პეტროგრაფიის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ კინგსტონში. განათლება მიიღო კანადაში. 1912-1937 წლებში და შემდეგ 1947 წლიდან მუშაობდა კარნეგის ინსტიტუტში. 1937-1947 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. ცნობილია მისი ექსპერიმენტული გამოკვლევები სილიკატების ფიზიკურ-ქიმიურ წონასწორობათა სფეროში.

ბოუენმა დაადგინა ე.წ. „რეაქციული პრინციპი“, რომლის თანახმად სილიკატური მდნარის კრისტალიზაციის პროდუქტი მისი შემდგომი გაცივებისას ხშირად ნარჩენ ხსნართან რეაგირებს და ამ გზით, იმავე კრისტალური ფაზის ფარგლებში ან ახალი შენაერთებისა და ფაზების წარმოქმნით, ახალი ქიმიზმით იძენს.

ნორმან ბოუენის მიხედვით ჩვენი პლანეტის მთელი მაგმატიზმის განვითარება მიმდინარეობს პერიდოტიტებიდან, გაბრო-ბაზალტების გავლით, გრანიტებამდე.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Эволюция изверженных пород, пер. с англ М. - Л. - Новосиб., 1934.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]