ნორბერ კასტერე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ნორბერ კასტერე

Norbert CASTERET.jpg
ნორბერ კასტერე
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1897
დაბადების ადგილი სენ-მარტორი, საფრანგეთი
მოღვაწეობა სპელეოლოგია
გარდაცვალების თარიღი 20 ივლისი, 1987
გარდაცვალების ადგილი ტულუზა, საფრანგეთი
საქმიანობა მწერალი

ნორბერ კასტერე (ფრანგ. Norbert Casteret; დ. 19 აგვისტო, 1897, სენ-მარტორი — გ. 20 ივლისი, 1987, ტულუზა) — სახელოვანი ფრანგი სპელეოლოგი, თავგადასავლის მაძიებელი, მწერალი. დაიბადა ადვოკატის ოჯახში. იზრდებოდა სოფელ სენ-მარტორში. დაწყებითი განათლება იქვე მიიღო. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ტულუზაში გადავიდა. თავდაპირველად სწავლობდა ლიცეუმში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო ტულუზის უნივერსიტეტში. სისტემატიური საბუნებისმეტყველო განათლება არ მიუღია. 1915 წელს მოხალისედ შევიდა საარტილერიო პოლკში. ომში მძიმედ დაიჭრა. ომის შემდგომ კვლავ განაგრძო სწავლა ტულუზის უნივერსიტეტში. 1921 წელს მონაწილეობა მიიღო ანთროპოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესში. გამოკვლეული აქვს მრავალი მღვიმე და უფსკრული. სხვადასხვა დროს გამოიკვლია მღვიმეები: გუფრ-მარტელი (1935), ჰენ-მორტი (1947), პიერ-სენ-მარტენი (1952-1953) და სხვა. პოპულარობა მოიპოვა 1940-1950 წწ. ნაყოფიერი ლიტერატურული ნაწარმოებების ხარჯზე. არის ასობით სტატიისა და 40-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია „ათი წელი მიწის ქვეშ“. უკანასკნელი გამოქვეყნებულია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულზეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]