ნორბერტო რამირეს არეასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნორბერტო რამირეს არეასი
სალვადორის მე-13 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20/23 სექტემბერი, 1840 – 7 იანვარი, 1841
წინამორბედიანტონიო ხოსე კანიასი
მემკვიდრეხუან ლინდო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 1849 – 1 აპრილი, 1851
წინამორბედიბენიტო როსალესი
მემკვიდრეხუსტო აბაუნსა

დაბადებულიმე-18 საუკუნის ბოლო
ლეონი, ნიკარაგუა
გარდაცვლილი11 ივლისი, 1856(1856-07-11)
ლეონი, ნიკარაგუა
მოქალაქეობანიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი

ნორბერტო რამირეს არეასი (ესპ. Norberto Ramírez Áreas; დ. 1800, ლეონი, ნიკარაგუა — გ. 11 ივლისი, 1856, იქვე) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და იურისტი. 1840 წლის 20/23 სექტემბრიდან 1841 წლის 7 იანვრამდე იყო სალვადორის პრეზიდენტი, 1849 წლის 1 აპრილიდან 1851 წლის 1 აპრილამდენიკარაგუის 24-ე უმაღლესი დირექტორი.

1840 წლის 20 წექტემბერს სალვადორში, ფრანსისკო მალესპინის წინამძღოლობით აჯანყება მოეწყო პრეზიდენტ ანტონიო ხოსე კანიასის გადასაყენებლად. მას შემდეგ, რაც ხოსე დამიან ვილაკორტამ უარი თქვა თანამდებობაზე, რამირესმა სალვადორის მთავრობის წინამძღოლობა ითავა.[1] 1840 წლის დეკემბერში, სან-სალვადორის ახლოს მდებარე ქალაქ სანტიაგო ნონუალკოში იფეთქა მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება პეტრონილო კასტროს ხელმძღვანელობით. თუმცა, ეს ამბოხი მთავრობამ ჩაახშო, 1841 წლის 7 იანვარს რამირესმა ძალაუფლება დაუთმო ხუან ლინდოს.

1849 წლიდან 1851 წლამდე რამირესი იყო ნიკარაგუის უმაღლესი დირექტორი. მან 1849 წელს დადო შეთანხმება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო კლეიტონ-ბულუერის შეთანხმებას. კლეიტონ-ბულუერის შეთანხმების ძალით აშშ-ს უფლება ეძლეოდა ჩარეულიყო ნიკარაგუის საშინაო საქმეებში.[2]

ნორბერტო რამირეს არეასი იყო მერსედეს რამირეს დე მელენდესის მამა. თავად მერსედეს რამირესი იყო დედა კარლოს და ხორხე მელენდესებისა, რომლებიც გახდნენ სალვადორის პრეზიდენტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ესპანური) The coup by Malespín Archived 2007-05-31 საიტზე Wayback Machine. , from the Salvadoran government web site.
  2. "Pre-Revolutionary Nicaragua", at Latin American Revolutions, available here