იოსებ ნონეშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ნონეშვილი
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1918(1918-04-06)[1]
დაბადების ადგილი კარდანახი, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა[1]
გარდაცვალების თარიღი 18 ოქტომბერი, 1980(1980-10-18) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები რუსთაველის პრემია, შრომითი მამაცობის მედალი, შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი (დ. 6 აპრილი, 1918, კარდანახი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 1980, თბილისი) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1966-1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს ჟურნალ „ჩვენს თაობაში“. 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. 1941-1945 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაშია. მისი შემოქმედება თარგმნილია ბევრ ენაზე. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ „დილას“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“, არჩეული იყო მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. 1966 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1973 წლიდან მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე. 1981 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 293, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]