ნონა დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნონა დოლიძე (დ. 11 სექტემბერი, 1958, ბათუმი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1980–1984 წლებში მუშაობდა მორფოლოგიის ინსტიტუტში, რკინიგზის საავადმყოფოში. 1984–1994 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევი ინსტიტუტში. 1994 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომელია. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ნეკროზის ზონაზე ლაზერის სხივების გავლენას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს.

1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰელიუმ–ნეონის ლაზერის სხივების გავლენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ნეკროზის ზონის შემოფარგვლის მიზნით.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 94

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]